სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„სწორედ ასეთმა მასწავლებლებმა უნდა აღზარდონ მომავალი თაობა“- ბათუმის N4 სკოლის მოსწავლის მშობლის მადლობის წერილი მასწავლებელს
05-02-2021
-
+


ბათუმის N4 საჯარო სკოლის პედაგოგს გულნაზ ბასილაძეს ამავე სკოლის მოსწავლის, ნია დვალიშვილის მშობელი - ნათია ბარამიძე მადლობის წერილს უძღვნის. 

„მადლობის წერილით მინდა საჯაროდ გამოვხატო მადლიერება ბათუმის N4 საჯარო სკოლის პედაგოგის: გულნაზ ბასილაძის მიმართ და გავაცნო ეს უნიკალური მასწავლებელი უპირველეს ყოვლისა საქართველოს.

ჩემმა შვილმა ბევრი ცოდნა შეიძინა მისგან, არა მხოლოდ წიგნიერი, არამედ - ცხოვრებისეულიც. ბავშვებს სკოლა ზღაპრულ სამყაროდ დაანახა და თავი ზღაპრის გმირებად აგრძნობინა, სიბრძნისა და სიკეთის მთესველ გმირებად. მიუხედავად იმისა, რომ არსებული პანდემიის გამო პირველ კლასელებმა ვერ ნახეს სკოლა, ვერ გაიცნეს მასწავლებლები, კლასელები, ვერ გაიაზრეს და გაითავისეს გაკვეთილის, დავალების მნიშვნელობა, სკოლის დისციპლინა, სწავლისა და დასვენების დროის ღირებულება, სწორედ ამ ქაოსში მოახერხა მან ის, რაც დიდი ალბათობით ვერ მოახერხა სხვა ბევრმა, თითოეული ეს სეგმენტი გაუშინაარსა ბავშვებს ისე, რომ შედეგად მიიღო სასურველი მოსწავლეები ყველა გაგებით. სხვადასხვა ინტელექტუალური, ფიზიკური აქტივობები დაგეგმა, გზადაგზა განახორციელა და მხოლოდ პირველ სემესტრში გააკეთა და მიიღო ის, რასაც სხვები ანდომებენ მთელ წელს და ვერ იღებენ ამხელა შედეგს. დროსაც კი გაუსწრო და აჯობა. ნია(ჩემი შვილი) გრძნობდა ქალბატონი გულოსგან(ასე ვეძახით) გულთბილ და დადებით დამოკიდებულებას თავის მიმართ და ყოველთვის განსაკუთრებით მისგან ელოდა შეფასებას დავალების, გაკვეთილის შესახებ. მინდა მადლობა გადავუხადო თითოეული სიტყვისთვის, რაც ჩემი შვილის ნიჭიერებაზე და სიკარგეზე უთქვამს. ასევე მადლობას ვუხდი თითოეული შენიშვნისთვის, რაც წინსვლის მიზეზით მიუცია, რომელიც ბავშვს სტიმულს აძლევდა, რომ უკეთესად გამოევლინა და დაენახებინა მასწავლებლისთვის საკუთარი შესაძლებლობები. მე მასში დავინახე არა მხოლოდ ნაკითხი პედაგოგი, არამედ - განათლებული ადამიანიც. მინდა ჩემს შვილს ვუსურვო კიდევ ქალბატონი გულოს მსგავსი მასწავლებლები, მას კი ბევრი მოსწავლე აღეზარდოს ისეთი, როგორისთვისაც თავს არ ზოგავს, როგორისთვისაც დაკისრებულ ვალდებულებაზე მეტს აკეთებს, რომ დადგნენ: უკეთესები - უკეთესთა შორის, ნასწავლები, განათლებულები, თავდაჯერებულები, თავმოყვარეები, ზრდილობიანები, მეგობრულები, კეთილები, სასახელოები... უყვარს ჩემს შვილს და ვაფასებ მე, როგორც მოსწავლის მშობელი, რომელიც მასწავლებლის ეტალონად ვგთვლი უდაოდ! შემიძლია გადმოვცე ემოცია, როცა მის ახსნას ვესწრებოდი, ეს იყო სხეულის ყველა უჯრედით ახსნილი. მოხარული ვარ, რომ ჩემს შვილს მან შეასწავლა ანი-ბანი და სხვა მრავალი. ის უანგაროდ ემსახურება ჩვენს შვილებს, უყვარს რასაც აკეთებს და ყველაფერი სწორედ აქედან მოდის. მე ობიექტურად ვაფასებ მას და ვთვლი, რომ დამსახურებულად ატარებს პედაგოგის ტიტულს, რადგან სწორედ ასეთმა სრულფასოვანმა მასწავლებლებმა უნდა ასწავლონ და აღზარდონ მომავალი თაობა. მჯერა, რომ თუ ქვეყანაში გვეყოლება ბევრი „გულო“, ბევრი გენიოსი შეემატება ქართველ გენიოსთა დასს! პატივისცემით: ამავე სკოლის მოსწავლის, ნია დვალიშვილის მშობელი - ნათია ბარამიძე“,- ნათქვამია მადლობის წერილში.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება