| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

დედოფლისწყაროს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პროექტზე - „შექმენი საახალწლო განწყობა“ იმუშავეს.
პროექტში მოსწავლეებმა აქტიურად ჩართეს მშობლებიც.
„დღეს, გლობალური ეპიდსიტუაციის ფონზე თითქმის დახშულია სიხარულის, სიფერადის და სიხალისის სენსიტივები. ყველაზე მეტად ამ მდგომარეობამ ჩვენი პატარა თაობები დათრგუნა. ამდენად, რუტინული ონლაინ სასწავლო სივრციდან მათი მოწყვეტის და წინასაახალწლო განწყობის შექმნის მიზნით, სხვადასხვა კლასის მოსწავლეებს პროექტის ფარგლებში მივეცი დავალება:
1. შეექმნათ საახალწლო გარემო თავიანთ სახლებში;
2. ჩაეწერათ მათთვის მოსახერხებელი რაიმე აქტივობა: სიმღერა, საახალწლო მილოცვა, ცეკვა, რომელიმე ინსტრუმენტზე მცირე კომპოზიციის შესრულება და ა.შ.
მოსწავლეთა ნაწილმა გაითავისა პასუხისმგებლობა, რაც ამ პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო; მათ აქტიურად ჩართეს მშობლები და ოჯახის სხვა წევრები და, საბოლოოდ, მივიღეთ ძალიან ლამაზი მიქსი - საახალწლო ვიდეო კოლაჟი.
აღსანიშნავია, რომ ჩვენი პროექტი ქვეყნის საზღვრებსაც გასცდა; ამერიკის შეერთებული შტატებიდან დიდი სიხარულით ჩაგვერთო ემიგრაციაში მყოფი ლუკა კირვალიძე.
მადლობა მშობლებს თანამშრომლობისთვის.
მადლობა ჩემს პატარებს პროექტში მონაწილეობისთვის“, - აღნიშნავს დედოფლისწყაროს N1 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი ეკა სეფიაშვილი.
იხილეთ ვიდეო ბმულზე
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა