სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

პატარა ქანდის საჯარო სკოლას განათლების მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძე ესტუმრა
05-02-2021
-
+


საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე დგებუაძე მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ქანდის სრულად რეაბილიტირებულ საჯარო სკოლას ეწვია და სასწავლო პროცესის მიმდინარეობას გაეცნო.

ეკატერინე დგებუაძემ აღნიშნა, რომ პატარა ქანდის საჯარო სკოლის განახლებულ შენობაში სწავლა-სწავლების პროცესი ჩვეულ ფორმატში, უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით მიმდინარეობს. მინისტრის პირველმა მოადგილემ მოსწავლეებს მიულოცა საკლასო ოთახში დაბრუნება და აღნიშნა, რომ 15 თებერვლიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სასწავლო პროცესი დასწრებითი ფორმით გაგრძელდება. მისი თქმით, სკოლებს მოსწავლეების მისაღებად სრული მზადყოფნა აქვთ.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოწესრიგებულია ინფრასტრუქტურა და გაცემულია შესაბამისი რეკომენდაციები, ასევე, სკოლები სრულად უზრუნველყოფილია ვირუსის პრევენციისთვის ყველა საჭირო რესურსითა და ინვენტარით.

ეკატერინე დგებუაძემ მადლობა გადაუხადა ადგილობრივ მასწავლებლებს ონლაინ სწავლების დროს გაწეული საქმიანობისთვის და აღნიშნა, რომ პედაგოგებმა დიდი წვლილი შეიტანეს გლობალური პანდემიის პირობებში საქართველოში განათლების უწყვეტობისა და ხარისხის შენარჩუნებაში.

„პატარა ქანდის საჯარო სკოლის რეაბილიტაციის პროექტი საჯარო და კერძო სექტორის წარმატებული ურთიერთანამშრომლობის თვალსაჩინო მაგალითს წარმოადგენს. სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში განახლდა სახურავი, გამოიცვალა წყალგაყვანილობა, გაკეთდა თბოიზოლაცია, გარემონტდა სველი წერტილები, საკლასო ოთახები, დერეფნები, ბიბლიოთეკა და სპორტული დარბაზი, შემოიღობა ეზო, მოეწყო რეკრეაციული სივრცე, ღია სპორტული მოედანი და სავალი ბილიკები. პატარა ქანდის საჯარო სკოლის ინფრასტრუქტურული პროექტი სკოლის გაფართოებასაც მოიცავდა. კერძოდ, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ტერიტორიაზე აშენდა დამატებითი ფართი, სადაც მოეწყო თანამედროვე ინვენტარით აღჭურვილი საკლასო ოთახები, რესურს ოთახი, სამასწავლებლო, ადმინისტრაციის კაბინეტი და სააქტო დარბაზი. სამშენებლო სამუშაოების ღირებულებამ ჯამში 450 000 ლარი შეადგინა.

თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი განახლებული შენობა 200 მოსწავლეზეა გათვლილი და ის სრულად ადაპტირებულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებისთვის. ამასთან, გაფართოებული ინფრასტრუქტურა სკოლას აძლევს შესაძლებლობას, ახალი სასწავლო წლიდან, დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეებთან ერთად, საშუალო საფეხურის მოსწავლეებიც მიიღოს“, - აღნიშნულია განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება