სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

უდის N2 სკოლის კლუბმა - „unified body“ წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღნიშნა
04-02-2021
-
+


ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდის N2 სკოლის სასკოლო კლუბი „unified body“ წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის აღნიშვნას შეუერთდა. 

შეხვედრა გაიმართა რამდენიმე ეტაპად:

1) შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს ქართველი ფილოსოფოსის, მთარგმნელისა და მწერლის ბაჩანა ბრეგვაძის ბიოგრაფია, რომელიც ტრენინგის სახით კლუბის ლიდერ-ტრენერმა მარიამ მერაბიშვილმა მოამზადა;

2) მეორე ეტაპი დაეთმო ფრანგი მწერლის - ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის ბიოგრაფიას;

3) შემდეგ მონაწილეებმა ისაუბრეს ბაჩანა ბრეგვაძის თარგმნილ ლიტერატურაზე და „პატარა უფლისწულზე“;

4) მომდეგვნო ეტაპია - ჯგუფური მუშაობა - წიგნის ხმამაღლა კითხვა, განხილვა, ფრაზების გაანალიზება, საუბარი სიმბოლოებსა და ალეგორიულ მხარეზე. მათ ასევე მოაწყვეს დისკუსია;

„ჯგუფის წევრებმა დაწერეს საკუთარი ემოციები და ის ფრაზები, რომელმაც დაამახსოვრათ თავი, დააფიქრათ და საყვარელ ფრაზადაც იქცა მათთვის.

ი კ ი თ ხ ე     ხ მ ა მ ა ღ ლ ა          შ ე ც ვ ა ლ ე   ს  ა მ ყ ა რ ო‼

„შენი პლანეტის ადამიანებს, - მითხრა პატარა უფლისწულმა, - ერთ ბაღში ხუთი ათასი ვარდი აქვთ, მაგრამ მაინც ვერ პოულობენ იმას, რასაც დაეძებენ. ხოლო ის, რასაც ისინი დაეძებენ, შეიძლება ერთადერთ ვარდში ან ერთ ყლუპ წყალში იპოვოს კაცმა, მაგრამ თვალი ბრმაა. ადამიანი გულით უნდა ხედავდეს“.

ასეთი მასშტაბური წიგნის კითხვის დღეები უფრო მეტ ინტერესს ჰბადებს ახალგაზრდების განვითარებაში, ჩართულობასა და დაინტერესებაში წიგნის, ქართველი მწერლების, მთარგმნელების მიმართ

პ.ს წიგნის ერთად კითხვა რიტუალია, რომელიც განსაკუთრებულ ელფერს სძენს გარემოს და გამოგზაურებს სხვა სამყაროში მეგობრებთან ერთად (მარიამ მერაბიშვილი)“,- ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება