სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

მახოს საჯარო სკოლაში საკლასო ოთახებში სწავლა რეგულაციების დაცვით აღდგა
03-02-2021
-
+


ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მახოს საჯარო სკოლამ სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში, რეგულაციების დაცვით, განაახლა.

სკოლამ ჯანდაცვის და განათლების სამინისტროების რეკომენდაციები სრულად გაითვალისწინა. სასწავლო პროცესის დროს ზედმიწევნით იცავს იმ რეკომენდაციებს, რომელიც დაშვებულია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის.

„სასწავლო პროცესის უსაფრთხოების ზომებისა და რეკომენდაციის სრული დაცვით მოვემზადეთ სწავლის გასაგრძელებლად.

აჭარის განათლების სამინისტროსა და ხელვაჩაურის რესურსცენტრის მიერ უზრუნველყოფილი იქნა ჩვენი სკოლა, აღიჭურვა ხელის სადეზინფექციო საშუალებებით, ზედაპირების დასუფთავების სპეციალური ხსნარებით, დეზობარიერებით, თერმოსკრინინგის აპარატებით.

გარდა ამისა, სკოლის ყველა პედაგოგს, ადმინისტრაციის წევრებს, ტექ-პერსონალს ჩაუტარდა ტესტირება covid-19-ზე.

გავიარეთ შრომის ინსპექციის შემოწმება და მივიღეთ დადებითი დასკვნა.

ვუსურვებთ ყველას წარმატებებს და ჯანმრთელობას“,- ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში. 

ასევე სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში განახლებას მომზადებული შეხვდა სკოლასთან არსებული დავითაძეების, ზანაქედის და სიმონეთის პერიფერიული დაწყებითი სკოლები.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება