სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ზემო მაჩხაანის ახალი, თანამედროვე სტანდარტების, საჯარო სკოლის შენობა საზეიმოდ გაიხსნა
01-02-2021
-
+


დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო მაჩხაანში ახალი, თანამედროვე სტანდარტების, საჯარო სკოლის შენობა საზეიმოდ გაიხსნა.

ცერემონიას ესწრებოდნენ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ნუგზარ პაპიაშვილი, დედოფლისწყაროს რესურსცენტრის ხელმძღვანელი ეთერ ზურიკაშვილი, ზემო მაჩხაანის ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელ გიორგი იაკობიშვილი და სხვა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

„ბატონმა ნიკოლოზმა აღნიშნა, რომ სკოლა აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს და კახეთის მასშტაბით საკმაოდ მაღალი დონისაა. აღტაცება არ დაუმალას იმ ფაქტზეც, რომ სკოლაში მოქმედებს ლიფტი, რომელიც პირველია მუნიციპალური მასშტაბით და სკოლის შენობა სრულადაა ადაპტირებული შშმ პირებისთვის.

ქალბატონი ეთერის აზრით კი სკოლა აქამდეც არ თმობდა პირველობას სხვადასხვა კონკურსებში და მიაჩნია, რომ ეს ტენდენცია კიდევ უფრო გაიზრდება.

ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლის დირექტორმა, ქალბატონმა მაია ხუნაშვილმა მადლიერებით აღნიშნა, რომ პანდემიის პირობებში სწორედაც დროული იყო ასეთი სტანდარტების შენობის არსებობა ზემო მაჩხაანელებისთვის.

დღეიდან, ზემო მაჩხაანელი მოსწავლეები ახალ სკოლაში, ახალი შემართებითა და მონდომებით გააგრძელებენ სწავლას“,- აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება