სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„უდიდესი სიყვარული მოიპოვა ჩვენში“-ჩაქვის N2 სკოლის ადმინისტრაცია, პედაგოგები, მოსწავლეები და მშობლები დირექტორს-ბადრი დავითაძეს იუბილეს ულოცავენ
29-01-2021
-
+


ჯემალ არძენაძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაქვის N2 საჯარო სკოლის ადმინისტრაცია, პედაგოგიური კოლექტივი, მოსწავლეები და მშობლები, დირექტორს ბადრი დავითაძეს იუბილეს ულოცავენ.

„ჯემალ არძენაძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაქვის N2 საჯარო სკოლის ადმინისტრაცია, პედაგოგიური კოლექტივი, მოსწავლეები და მშობლები, 65 წლის იუბილეს ულოცავენ ამავე სკოლის დირექტორს, ღვაწლმოსილ პედაგოგს ბატონ ბადრი დავითაძეს.

ყოველი ადამიანი მისივე განვლილი გზით ფასდება; ეს გზა ბატონი ბადრისათვის პედაგოგიურ-საგანმანათლებლო გზა იყო და სკოლაში სხვადასხვა პოზიციებზე 43-წლიანი მუშაობისას თავისი მაღალი კონპეტენციით, მოქნილი მენეჯერული თვისებებით, სამართლიანობითა და გულისხმიერებით უდიდესი სიყვარული და პატივისცემა მოიპოვა ჩვენში....

ბატონი ბადრი ყველასათვის სამაგალითო პიროვნებაა, მან დაამკვიდრა სკოლაში მაღალი თანამშრომლობითი კულტურა, შექმნა თავისუფალი უსაფრთხო გარემო...მისი მოწოდებაა მასწავლებლების პროფესიული
განვითარების ხელშეწყობა, მოსწავლეთა აღზრდისა და განათლების უღალატო მსახურება....

აკაკი წერდა: „მხოლოდ განათლება იყო და არის წყარო ყოველგვარი ხალხის ბედნიერებისა და კეთილდღეობისა“ და სწორედაც ამ დიდ საქმეს ღირსეულად და თავდადებით ემსახურებით ბატონო ბადრი.
ისევ აკაკის დავესესხები და გეტყვით, რომ „იცოდეთ, თქვენი პირადი ღირსებით მოპოვებული პატივი, ყველა დიდებას აღემატება“. გისურვებთ კვლავ დიდხანს ემსახუროთ ამ დიდ საქმეს, რომელსაც ღირსეული და განათლებული თაობების აღზრდა ჰქვია. თქვენ ხართ პიროვნება ვისი თავდადებული შრომა
კვლავ სჭირდება სკოლას, სოფელს და ქვეყანას. გისურვებთ ჯანმრთელობას, ხანგრძლივ ნაყოფიერ შრომასა და წარმატებებს“,- ნათქვამია მისალოც წერილში. 

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება