სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ფერიის საჯარო სკოლა სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში გასაახლებლად მზადაა
28-01-2021
-
+


ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერიის საჯარო სკოლა 1 თებერვალს სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში დასაწყებად სრულ მზადყოფნაშია.

„მოსწავლეთა ჯანმრთელობის, სასწავლო პროცესის ეფექტურობისა და სკოლაში ჯანმრთელი გარემოს შესაქმნელად, სანიტარიისა და ჰიგიენური ნორმების დასაცავად, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, აჭარის განათლების სამინისტრომ და ხელვაჩაურის რესურსცენტრმა სოფელ ფერიის საჯარო სკოლა სრულად უზრუნველყო პირბადეებით, დისტანციური უკონტაქტო თერმომეტრებით, დეზობარიერებითა და ზედაპირების სადეზინფექციო სითხეებით.

სასწავლო პროცესის დროს სკოლა დაიცავს ყველა იმ რეკომენდაციებს, რომელიც დაშვებულია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის.

კერძოდ:

სკოლა ყოველდღიურად დალაგდება სველი წესით;

საკლასო ოთახების, სხვა სასწავლო და დამხმარე ოთახების დალაგდება გაკვეთილების დამთავრების შემდეგ მოხდება გაღებული ფანჯრებისა და ფრამუგების მდგომარეობაში. სკოლა ორი ცვლის შემთხვევაში, დალაგდება 2-ჯერ;

ჩატარდება შენობის გენერალური დასუფთავება როგორც სარეცხი, ასევე სადეზინფექციო საშუალებებით;

ტუალეტები  და სამედიცინო კაბინეტი დასუფთავდება სადეზინფექციო საშუალებებით;

სანიტარულ-ტექნიკური აღჭურვილობის დასუფთავება მოხდება ყოველდღიურად. კარების სახელურები გაირეცხება ცხელი წყლითა და სადეზინფექციო საშუალებების გამოყენებით;

დეზინფექციის დროს ძირითადი ყურადღება მიექცევა იმ ნივთების დამუშავებას, რომლებიც გადამწყვეტ როლს თამაშობენ ინფექციის გადაცემაში (კარის სახელურები, კარები, მაგიდის ზედაპირები);

ჰაერ-წვეთოვანი ინფექციის დროს ხშირად განიავდება კლასები, ოთახები გაიწმინდება მტვრისაგან, დასუფთავდება სველი წესით;

ნაგვის ყუთების გაცლა მოხდება მათი 2/3-ზე გავსებისას. გაცლის შემდეგ ნაგვის შემკრებებს ჩაუტარდება დეზინფექცია;

სკოლის ტერიტორიაზე არ დაიშვება უმეთვალყურეო ცხოველები;

სკოლაში უზრუნველყოფილი იქნება ნახმარი წყლების მოცილება/არინება და სეპტიკური ავზების დაცლა დროულად და უსაფრთხოდ;

სკოლის ადმინისტრაციის ორგანიზებით, სპეციალიზებული სამსახურის მეშვეობით, ჩატარდება ნარჩენების კონტეინერების განთავსების ადგილის, ასევე საწყობებისა და სარდაფების პერიოდული დამუშავება“,- ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება