| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქუთაისის N21 საჯარო სკოლამ საქველმოქმედო აქციაში - „გახსოვდეს, რომ მარტო არ ხარ“ მონაწილეობისთვის ორგანიზაცია „გვირილასგან“ მადლობის სიგელი და სამადლობელი წერილი მიიღო.
„სამადლობელი წერილი ქ.ქუთაისის 21-ე საჯარო სკოლას
ამ წერილით მინდა გულწრფელი მადლიერება გამოვხატო ორგანიზაცია „გვირილას“ სახელით ქ.ქუთაისის 21-ე საჯარო სკოლის მიმართ.
ძალიან დიდია თქვენი წვლილი იმ კეთილ საქმეში, რომელსაც ჩვენ ვაკეთებთ. „გვირილა" მადლობას გიხდით ქ.ქუთაისის 21-ე საჯარო სკოლის დირექციას, პედაგოგებს, მშობლებს, თითოეულ მოსწავლეს და ყველა იმ ადამიანს, ვინც მცირედი წვლილი შეიტანა ამ მნიშვნელოვან და კეთილ საქმეში.
დღესასწაულს ყველაზე მეტად უხდება და ჯადოსნურს ხდის სიკეთე. განსაკუთრებით სასიხარულოა ამ პროცესში პატარების მონაწილეობა, რადგან რაც უფრო ადრიანად გავაღვივებთ მათში სიკეთის მარცვალს, შედეგსაც გაცილებით კარგს მივიღებთ. ჩვენ თქვენი დახმარებით შევძელით გაგვეხარებინა 104 ოჯახი.
ახალ წელს 104 ოჯახი შეხვდა ბედნიერი და გახარებული, იმაზე მეტად ღირსეულად, ვიდრე წარმოედგინა. რამდენიმე ასეული ბავშვის თვალებში თქვენი დახმარებით შევძელით ბედნიერების ნაპერწკლები აგვენთო.
ძალიან ბევრი ოჯახი და ბავშვი ელოდება სამომავლოდ ჩვენგან ხელის გაწვდენას, ჩვენ კიდევ უფრო ენერგიულები ვიქნებით და რაც მთავარია თქვენი დახმარებით შევძლებთ მათ თვალებში ისევ გავაჩინოთ იმედის სხივი.
მთელ სკოლას კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალ წელს!
გისურვებთ ჯანმრთელობას, წარმატებას და კეთილდღეობას თქვენ და თქვენს ოჯახებს!
მუდმივად გქონოდეთ შესაძლებლობა და სურვილი აკეთოთ სიკეთე!
პატივისცემით, ორგანიზაცია „გვირილას“ გამგეობის თავმჯდომარე ვლადიმერ ნაკაშიძე“,- ნათქვამია ორგანიზაციის მადლობის წერილში.
იხილეთ ფოტო
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა