| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლის მასწავლებლები - ეკატერინე ძიგრაშვილი და მარინე რუსაძე 2020 წლის შემაჯამებელ ფორუმში - „ახალი სკოლის მოდელი“ მონაწილეობდნენ. პედაგოგებმა ფორუმზე სკოლა წარმატებით წარმოაჩინეს.
„ონლაინ შეხვედრაზე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს უმაღლესი და ზოგადი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და პარტნიორი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა პროექტის ფარგლებში 2020 წელს მიღწეული შედეგები შეაჯამეს, სწავლა-სწავლების პროცესში ციფრული ტექნოლოგიების ინტეგრირების აუცილებლობაზე იმსჯელეს და სამომავლო გეგმები განიხილეს.
შეხვედრის ფარგლებში ასევე გაიმართა პანელური სესიები სხვადასხვა საგნობრივი მიმართულებით და მონაწილეები პროექტში ჩართული საჯარო სკოლების მოსწავლეების მიერ შესრულებულ კომპლექსური დავალებების ნიმუშებსაც გაეცნენ.
ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 2019 წლიდან მიმდინარეობს, პროექტი 2024 წლამდე გაგრძელდება და საბოლოოდ, ქვეყნის მასშტაბით, ყველა სკოლას მოიცავს. მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დოკუმენტი გულისხმობს სკოლებში მოსწავლეზე ორიენტირებული საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველყოფას, რომელიც ახალგაზრდებს XXI საუკუნის გამოწვევათა დასაძლევად შესაბამის ცოდნასა და საკუთარი პოტენციალის რეალიზების საშუალებას მისცემს.
აღსანიშნავია, რომ რამოდენიმე დღის წინ ეკატერინე ძიგრაშვილი დაჯილდოვდა სერტიფიკატით, რომელიც მიენიჭა „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში ტრენინგის გავლისა და დაკისრებული სამუშაოს შესრულებისთვის.
იხილეთ ფოტოები
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა