სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

დარჩელის N1 საბაზო სკოლის ახალი, თანამედროვე სტანდარტების შენობა გაიხსნა
21-01-2021
-
+


18 იანვარი დაუვიწყარი დღე გახდება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელის მოსახლეობისათვის. სოფელში გაიხსნა საბაზო სკოლის ახალი შენობა, რომელიც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა 1.7 მილიონი ლარით დააფინანსა.

სკოლის შენობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისია. სკოლა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ აღჭურვა ახალი საოფისე ავეჯით და სასკოლო ინვენტარით.

სკოლის დირექტორმა ქალბატონმა მარინა ცარციძის თქმით, ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა გასულ წელს დარჩელის N1 საჯარო სკოლის ძირითადი კორპუსის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა, წელს კი საქართველოს მთავრობის მიერ სრულად ახალი 90 მოსწავლეზე გათვლილი სასწავლო კორპუსი აშენდა.

„ბედნიერი ვარ იმით, რომ ჩემი დირექტორობის პერიოდში მოხდა ძირითადი კორპუსის სრული რეაბილიტაცია და ახალი სასწავლო კორპუსის აშენება, რომლის ინფრასტრუქტურა დიდ ქალაქებსაც კი შეშურდებათ.
სახელმწიფოს ზრუნვა ქვეყნის მომავალზე მასწავლებლებსაც დიდი გამოწვევების წინაშე გვაყენებს. არაა საკმარისი ის, რაც აქამდე გავაკეთეთ, კიდევ უფრო მეტის გაკეთება უნდა შევძლოთ. საზოგადოება დიდ იმედებს ამყარებს ჩვენზე, გვენდობა და ქვეყნის მომავლის აღზრდას გვანდობს“,- აღნიშნავს დირექტორი.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება