| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ქუთაისის N36 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბ „Art- სხივის“ წევრებმა და მათ მიერ მიწვეულმა ხელოვნებათმცოდნე ქეთი ჭავჭანიძემ „თაირისის“ შშმ ბავშთა დღის ცენტრის პატარა ბენეფიციარებს განსაკუთრებულად გაულამაზეს დღე.
კლუბის პედაგოგის, ია კაშიას მიერ დაგეგმილი აქტივობები მნიშვნელოვანია, როგორც ბენეფიციარებისათვის, აგრეთვე თავად სკოლის მოსწავლეთათვის, რადგან რომ არა საზოგადოებაში გავრცელებული სტერეოტიპები, არაადაპტირებული გარემო და ბარიერები, ყველას თანაბარი შესაძლებლობები გვექნებოდა, ყველას გვჭირდება თანადგომა, კეთილგანწყობა და ზრუნვა − ზრუნვა გვაერთიანებს.
3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეა. ყოველ 3 დეკემბერს მსოფლიო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს - შშმ ადამიანების უფლებების, თანასწორობის, ღირსების საპატივსაცემოდ“,- ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა