სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მარტის პირველი იყო...“- გაეცანით ქუთაისის N19 სკოლის მოსწავლის ნუკი მანაგაძის ნაშრომს, რომელმაც ლიტერატურულ კონკურსში დიპლომი დაიმსახურა
19-01-2021
-
+


ფრიდონ ხალვაშისა და ზურაბ გორგილაძის სახელობის ქუთაისის N19 საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლემ ნუკი მანაგაძემ ლიტერატურულ კონკურსში „ზღვაური - 2020“ პროზაში საფინალო დიპლომი დაიმსახურა.

გთავაზობთ ნუკი მანაგაძის ნაშრომს:

„მარტის პირველი იყო...

მარტის 1-ლი იყო... იმ დღეს დიდი ხნის შემდეგ პირველად მოთოვა... სკოლიდან მოსულს შინ დამხვდა. საწოლზე წამომჯდარს ცივ კედელზე მიედო თავი. გამიხარდა, რომ დავინახე. ვიფიქრე, ძლივს დააღწია თავი იმ თეთრი კედლების სუნს, ასე რომ ეზიზღება-მეთქი. ნაადრევი ყოფილა სიხარული... მომღიმარი მივუახლოვდი. ჩაცვენილ ლოყებზე ნაზად ვაკოცე, შემეშინდა, ზედმეტად ძლიერად არ მომსვლოდა მონატრებისგან და მთლად არ გამექრო მისი ისედაც გამქრალი ლოყები. როგორ ხარ-მეთქი რომ ვკითხე, ერთი ამოიხვნეშა. ველოდი გამიღიმებდა, მაგრამ სამუდამო ყოფილა ეს მოლოდინი. მეცადინეობით გადაღლილი ვწუწუნებდი, დრო რა ნელა გადის-მეთქი. მერე მას შევხედავდი. არაფრის თქმის თავი ჰქონდა, მაგრამ თვალებში ამოიკითხავდით, როგორ მეწინააღმდეგებოდა, თითქოს გრძნობდა რაღაცას და უნდოდა, რაც შეიძლებოდა მეტად გაწელილიყო დრო, რომელიც მის უკანასკნელ წამებს ითვლიდა. ბოლოს რომ შევხედე, სახეზე ფერი აღარ ედო. ეს ერთ დროს მთასავით კაცი გამხმარ ხის ტოტად მომეჩვენა და ვერ შევძელი იმ ოთახში დიდხანს გაჩერება. გარეთ გამოვვარდი, სისხლი ერთიანად გამეყინა, ფილტვებიდან ჰაერი ამიორთქლდა და რაც ძალა და ღონე მქონდა, ხარბად ჩავისუნთქე ჟანგბადი. შვების ნაცვლად სინდისის საშინელი ქენჯნა ვიგრძენი. უკან შებრუნებული პირდაპირ შევეჩეხე მის წყლიან თვალებს, გაბერილ გულმკერდს და მჭიდროდ მოკუმულ ტუჩებს: ცდილობდა ფილტვებში ჩარჩენილი ბოლო წვეთი ჟანგბადი არ გაქცეოდა და უსარგებლო ნახშირორჟანგად არ გადაქცეულიყო. არ გამოუვიდა. თავად დავინახე, როგორ შეირხა გალურჯებული ტუჩები უკანასკნელად, როგორ ამოფრინდა უკანასკნელი მოლეკულა დამჭკნარი ფილტვებიდან, როგორ გაშეშდა მუდამ მოძრავი თვალები, როგორ ჩამოვარდა გამხმარი ხის ტოტიდან უკანასკნელად უკანასკნელი ფოთოლი. მარტის 1-ლი იყო... იმ დღეს დიდი ხნის შემდეგ პირველად მოთოვა... მე დავინახე, როგორ შეერია მისი სული სპეტაკ თოვლის ფანტელებს და მაშინ ვიგრძენი შვება... მისი ფილტვები ახალი ჟანგბადით გაივსო“.

ქუთაისის N19 საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე ნუკი მანაგაძე.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება