სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„არეული ხელფასები აქვთ დირექტორებს და ადმინისტრაციას, მასწავლებლის კი დაბალია“ - ჩხენკელს პროფესიული განათლების ხარვეზებზე მიუთითეს
22-12-2020
-
+


პროფესიული განათლების შესახებ კანონში განსაზღვრული არ არის კოლეჯის დირექტორობის ვადები, დაბალია მასწავლებლების ხელფასი, ხოლო ადმინისტრაციისა და დირექტორის ანაზღაურება ქაოსურია - აღნიშნულის შესახებ გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე განათლების მინისტრობის კანდიდატის მიხეილ ჩხენკელის სიტყვით გამოსვლის შემდგომ პროფესიული განათლებისა და კვალიფიკაციური კადრების მომზადების მუშაკთა და სტუდენტთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარემ დენის დავითაშვილმა განაცხადა.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ბიუჯეტში პროფესიული განათლების დაფინანსებისთვის გამოყოფილი თანხა ძალიან მცირეა, და კოლეჯების მოწყობა ამ ტემპებით 2024 წლისთვისაც არ იქნება დასრულებული.

„პროფესიული განათლების შესახებ კანონში არ იყო გათვალისწინებული ყველა საჭირო გამოწვევა. მაგალითად, პროფესიული კოლეჯების დირექტორთა ასაკი. არსად არ არის შეზღუდვა და მაინც და მაინც აქ გვაქვს 65 წლიანი ზღვარი. დღესაც გაურკვეველი ვითარებაა, როდესაც უვადოდ არიან დანიშნულნი პროფესიული კოლეჯების დირექტორები. უმაღლესი სასწავლებლების რექტორების ვადა არის 4 წელი, სკოლებში 6 წელი და პროფესიულის შემთხვევაში ეს განსაზღვრული არ არის.

უმარავი საკითხია დასახვეწი: მათ შორის ყველა მოსწავლეს, რომელიც 9 კლასის შემდგომ შევა პროფესიულ კოლეჯში, შესაძლებლობა მიეცეს უმაღლეს სასწავლებელში განაგრძონ სწავლა.

ასევე ძალზედ მნიშვნელოვანია ის, რომ მომავალი წლისთვის ბიუჯეტში ჩადებულია მხოლოდ 25 მილიონი ლარი, რაც ძალზედ პატარა ციფრია. ამ ტემპებით კოლეჯების დასრულება შესაძლოა 2024 წლისთვისაც ვერ შევძლოთ.

არავის უსაუბრია იმაზე, რომ პროფესიულ კოლეჯებში ახალგაზრდებს დიდ პოტენციალი აქვთ და სპორტის განვითარება იქაც საჭიროა, ასევე აუცილებელია ექიმის არსებობა.

საკითხებს შორისაა  ხელფასები. სიტყვით გამოსვლისას ახსენეთ ხელფასები სკოლის მასწავლებლებთან დაკავშირებით, მაგრამ არ გიხსენებიათ პროფესიული მასწავლებლის ხელფასები, რომელიც ჩვენი ოთხწლიანი მუშაობის შედეგად 15 ლარამდე ავიდა, თუმცა ესეც დაბალია. არეული ხელფასები აქვს დირექტორებს და ადმინისტრაციულ პერსონალს, გადასახედია საკითხების უმრავლესობა“, - მიმართა  დენის დავითაშვილმა მიხეილ ჩხენკელს.

კითხვის საპასუხოდ კი მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ პროფესიული განათლების მიმართულებით ბევრი რამ არის გასაკეთებელი და ბევრი რამ აქვს დაგეგმილი განათლების სამინისტროსაც.

„პროფესიული განათლების შესახებ კანონი არცთუ ისე დიდი ხნის წინ მივიღეთ და ეს მნიშვნელოვანი კონცეპტუალური და თვისობრივი ნაბიჯი იყო სისტემისთვის. ბევრი რამ გვაქვს დაგეგმილი.

როგორც მოხსენებაში აღვნიშნე, ახალი თვისობრივად მნიშვნელოვანი იდეა, რომელიც მომავალ წელს განხორციელდება, ეს იქნება ახალი ორგანოს ჩამოყალიბება, რომელიც შეძლებს პროფესიული განათლების სფეროს და კერძო ბიზნესის დაახლოებას. ეს ხელს შეუწყობს დასაქმების პროცესსაც და ორივე სფეროს წაადგება. რადგან ბიზნესმა ყველაზე კარგად იცის როგორი ტიპის პროფესიონალი კადრი სჭირდება. ეს ძალიან დიდი სფეროა და დიდ დროს წაიღებს ამაზე ლაპარაკი. 

ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც დაწყებულია აუცილებლად დასრულდება და ამაში ჩვენ აზიის განვითარების ფონდი დაგვეხმარება. 

ამასთან, გაგრძელდება პროფესიული განათლების მასწავლებლების ზრდა და ის ტენდენცია, რომელიც ჩვენ დავიწყეთ, მომხდარი ფაქტია, რომ მათ ხელფასები გაეზარდათ და ეს ტენდენცია აუცილებლად გაგრძელდება", - აღნიშნა მიხეილ ჩხენკელმა.

თუმცა კითხვა-პასუხის რეჟიმზე გადასვლამდე, მოხსენებით წარდგენისას პროფესიული განათლების საკითხს მიხეილ ჩხენკელიც შეეხო.

როგორც მან აღნიშნა, გაძლიერდა სასწავლებელთა ქსელი, დამტკიცდა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ახალი სტანდარტები, განვითარდა ზრდასრულთა სწავლების მიმართულება, სასწავლო ინფრასტრუქტურა დაუახლოვდა საერთაშორისო სტანდარტებს. თითქმის 15 წლიანი წყვეტის შემდეგ, 2020 წელს, სისტემამ პირველად მიიღო სტუდენტები, რომლებსაც პროფესიულ ცოდნასთან ერთად, სრულ ზოგად განათლებასაც შესთავაზებს.

მინისტრობის კანდიდატის თქმით, სახელმწიფო უწყებებთან, ბიზნეს გაერთიანებებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით მიმდინარეობს პროფესიული განათლების სისტემის მართვის ახალი მოდელის სრულყოფა და 2021 წლის იანვრიდან სისტემა სწორედ ამ მოდელის შესაბამისად დაიწყებს ფუნქციონირებას.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სპეციალურ პროგრამაში განაცხადის გაკეთება 30 სექტემბრის ჩათვლით შეგიძლიათ

გამოცდების ეროვნული ცენტრი საცდელ ტესტირებას ატარებს

დაგეგმილია ასობით პედაგოგის და სპეციალისტის გადამზადება - სტრატეგიის დოკუმენტი გამოქვეყნდა

საჯარო სკოლების მასწავლებელთა ანაზღაურების წესში შესული ცვლილებები კანონში აისახა

გამოცდა 3 სექტემბერს NAEC-ში ჩატარდება - ვის ეხება ინფორმაცია და რა უნდა გაითვალისწინონ აპლიკანტებმა  

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

სკოლაში ამაყობენ კურსდამთავრებულის მიღწევებით და მას წარმატებულ და ბედნიერ მომავალს უსურვებენ

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება