სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

სკოლა-ლიცეუმ „ცოდნას“ პედაგოგები მოსწავლეებს დისტანციური სწავლებისას საინტერესო კომპლექსურ დავალებებს და პროექტებს სთავაზობენ
10-12-2020
-
+


თბილისის სკოლა-ლიცეუმი „ცოდნა“ დისტანციურ სასწავლო პროცესს წარმატებით წარმართავს.

მასწავლებლები მოსწავლეებს დისტანციური სწავლების დროს საინტერესო კომპლექსურ დავალებებს სთავაზობენ. მოსწავლეებიც მონდომებით არიან ჩართულნი სასწავლო პროცესში და ცოდნის და ნიჭის წარმოჩენას ცდილობენ.

„სკოლა-ლიცეუმ „ცოდნაში“, დირექტორი ნაზი ნადირაძე, აქტიურად მიმდინარეობს დისტანციური სწავლება სხვადასხვა საგნებში. მასწავლებლები იყენებენ კომპლექსურ დავალებებს და მოსწავლეები დიდი მონდომებით მუშაობენ.

შემოქმედებითი წერა - შესწავლილი მხატვრული ხერხების გამოყენებით ქართულ ენასა და ლიტერატურაში, კათედრის თავმჯდომარე დარეზან ცხომარია; მოსწავლეებმა წარმოსახვითი იდეებიდან ან სათაურებიდან აარჩიეს სასურველი და დაწერეს თხზულებები, რომლებიც გააფორმეს შესაბამისი ფოტომასალით..

აღნიშნული სტრატეგიების მრავალჯერადი გამოყენება მოსწავლეებს გაუმარტივებს საკითხის შესწავლას, განუვითარებს ტექსტის მხატვრული თავისებურებების აღქმის უნარსა და შემოქმედებით აზროვნებას.

მოსწავლეებმა საინტერესო პრეზენტაციები წარმოადგინეს ფიზიკაში, კათედრის თავმჯდომარე ბელა თოდუა, შემდეგ საკითხებზე:

წონასწორობა - მათ გაარკვიეს როგორ ინარჩუნებს წონასწორობას ცათამბჯენი, პიზის დახრილი კოშკი. მოიძიეს ინფორმაცია ამ ნაგებობებისა და მათი წონასწორობის პირობების შესახებ, რომლებსაც დაურთეს შესაბამისი ფოტო მასალა;

მექანიკური მოძრაობა, ტრაექტორია, გავლილი მანძილი. დაადგინეს მერცხლის მოძრაობის ფორმა და გამოთვალეს სიჩქარე;

რენტგენის სხივების მიღება და გამოყენება, მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები.

მოსწავლეები წარმატებით ეცნობიან საქართველოს ისტორიას მსოფლიო ისტორიასთან ინტეგრირებულად, კათედრის თავმჯდომარე ქეთევან მანია. ამგვარი სწავლებით მოსწავლეები გაიაზრებენ საქართველოს ისტორიის უმთავრეს ეპიზოდებს და დაუკავშირებენ მსოფლიო ისტორიის საკვანძო მოვლენებს, შეისწავლიან სხვადასხვა ეპოქის სოციალურ ისტორიას, დაინახავენ, რომ თანამედროვეობა და წარსული ერთმანეთთან მჭიდროდაა დაკავშირებული.

მოსწავლეები, ასევე, წარმატებით აგრძელებენ საქართველოს ისტორიულ- ეთნოგრაფიული კუთხეების გაცნობას. მათ შეასრულეს კომპლექსური დავალებები სამცხე-ჯავახეთის ისტორიული ძეგლების შესახებ. ნამუშევრები კი წარმოადგინეს კომიქსების სახით.

მნიშვნელოვანია, უცხო ენის კათედრის მუშაობა, კათედრის თავმჯდომარე თათია ლაბაძე, რომლებიც ყოველდღიურად სხვადასხვა სამოტივაციო აქტივობებითა თუ შემოქმედებითი პროექტებით ამრავალფეროვნებენ დისტანციური სწავლების პროცესს“.

ხარისხის მართვის მენეჯერმა, რუსუდან ფარეხელაშვილმა დადებითად შეაფასა კათედრების მიერ ინიცირებული აქტივობები“,- ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება