სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წყალტუბოს N4 სკოლის მოსწავლეებმა მოთხრობა „ბოშების“ შესწავლის შემდეგ საინტერესო პრეზენტაციები წარმოადგინეს
09-12-2020
-
+


წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის მე-8 კლასში ქართული ენის გაკვეთილზე ნოდარ დუმბაძის მოთხრობის „ბოშები“ შესწავლის შემდეგ, მოსწავლეებმა მოამზადეს საინტერესო პრეზენტაციები.

ნია ქობულიამ შეისწავლა ბოშათა წარმომავლობის შესახებ და საინტერესო ილუსტრაციებიც წარმოადგინა, მარიამ ობოლაძემ თავისი ნახატები გააცნო მეგობრებს, ხოლო ლუკა კოპალიანმა ლექსები წაიკითხა.

ბავშვებში დიდი ინტერესი გამოიწვია მათი თანაკლასელის მარია ჭიჭინაძის კლიპმა.

სწორედ ბოშათა საინტერესო და მრავალფეროვანი ცხოვრება გახდა მარიამ ჭიჭინაძის ინსპირაციის წყარო.

მარიამმა მშობლების დახმარებით გადაიღო სამოყვარულო კლიპი, სადაც გააცოცხლა ბოშა ქალის ერთი დღე.

„ასეთი ფერადი და ლამაზი კლიპისთვის, მადლობა, მის მშობლებს ბატონ ზაზას და ქალბატონ ინგას და რა თქმა უნდა, მასწავლებელს მანანა ჯავახაძეს, რომელიც მუდამ სიახლეების ძიებაშია.

უნდა აღინიშნოს, რომ მარიამ ჭიჭინაძე მე-4 სკოლის დრამწრის „აპოლოს“ წევრია. მან შარშან ნოდარ დუმბაძის სახლ-მუზეუმში წარმოადგინა ოლღა ბებიას საინტერესო სცენური სახე.

წარმატებები ნიჭიერ გოგონას, მის მეგობრებს და ქართული ენის მასწავლებელს ქალბატონ მანანა ჯავახაძეს“-წერია სკოლის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები და ვიდეო



კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის

მიწოდების ვადა 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდება

სრული ტესტის საფასური 100 ლარია - გამოცდაზე რეგისტრაცია 23 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძელებელი

პიროვნება
სკოლები
„მსგავსი საგანმანათლებლო აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეებში ცოდნის გაღრმავებას“
 
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება