სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

გუდაურის საჯარო სკოლის პედაგოგმა ბუნებისმეტყველების გაკვეთილი ღია ცის ქვეშ ჩაატარა
15-10-2020
-
+


ყაზბეგის მუნიციპალიტეტის, გუდაურის საჯარო სკოლის მეხთეკლასელებისთვის, პედაგოგმა ვენერა წიკლაურმა ბუნებისმეტყველების გაკვეთილი ჩაატარა ღია ცის ქვეშ.

 „გაკვეთილის მიზანი იყო ტყის ეკოსისტემის დათვალიერება. მოსწავლეებისთვის მინდოდა მეჩვენებინა, რომ ტყე არის მრავალსართულიანი სახლი, რომლის თითოეულ სართულს იარუსი ჰქვია.  სკოლასთან ახლოს ტყის პატარა კორომია, რომელიც საინტერესო დასათვალიერებელია. ვნახეთ ბევრი სახეობის მცენარეები: ხეები, ბუჩქები, ბალახები. უამრავი მწერი, პეპლები, ფრინველები. ხეების და ჭიანჭველების ბუდეების დახმარებით გავარკვიეთ ჰორიზონტის მხარეები“, -აღნიშნა ვენერა მასწავლებელმა.

ბავშვები კი ემოციებს ვერ მალავდნენ: „ძალიან დიდი ჭიანჭველების ბუდე ვნახეთ, რომელსაც ვუპოვეთ შესასვლელი და გავარკვიეთ, რომ ჭიანჭველების ბუდეს შესასვლელი სამხრეთით აქვს. ვნახეთ სამი სახის იარუსი: მაღალი ხის ვარჯები, ბუჩქები და ბალახოვანი მცენარეები. ბევრი ასკილის ბუჩქი იყო, რომლებსაც ბევრი ასკილი ესხა. ვირის ტერფაც  ვნახეთ, რომელიც ხველებისთვის არის კარგი“... - გვიამმბო მარიამ ნაზღაიძემ, ხოლო რუსუდნ ნაზღაიძემ გვიტხრა, რომ ალვის ხე მოეწონა, - „იქ წოროც იყო, რომელიც მჟავეა, მაგრამ ჩიტებს მაინც ძალიან უყვართ. დიდ ბალახებში კალიები დახტოდნენ“...

მოგვიანებით მოსწავლეებმა ფოტოები გადაიღეს და ასე აღბეჭდეს ბუნებსიმეტყველების გაკვეთილით მიღებული ემოციები.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ინფორმაცია საჯარო სკოლებისთვის - ახალი ეტაპი და ინსტრუქცია ახალ პორტალზე სამუშაოდ

ცვლილებები დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის - მინისტრის ბრძანება

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება