სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

„მინდა მადლობა გადაგიხადოთ საინტერესო ტესტებისთვის“ - თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში „ეტალონის“ I ტური ჩატარდა
09-10-2020
-
+


თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სკოლებში საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ 2020 წლის I ეტაპის ტესტირება წარმატებით ჩატარდა.

პირველი ტურის დასრულების შემდგომ, ემოციების გასაგებად ჩვენ  თეთრიწყაროს მერიის წარმომადგენელს, სკოლების დირექტორებს და  „ეტალონის“ პედაგოგებს დავუკავშირდით. 

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ზურაბ ასლანიშვილი:

რა თქმა უნდა რეკომენდაციები ყველაგან დაცული იყო და ტესტირება მოსწავლეებისთვის უსაფრთხო გარემოში ჩატარდა. ამასთან, მოსწავლეები საკმაოდ აქტიურად იყვნენ ჩართულნი პირველ ტურში, შედეგებიც გავიგეთ და უკვე მეორე ტურს ველოდებით.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი ფატიმა შავაძე:

ეტალონის ტესტირების პირველმა ტურმა სრულფასოვნად, სრული მობილიზებით ჩაიარა.

მოსწავლეებისთვის ეს წელი ნამდვილად გამოწვევა იყო, ამიტომ ასეთი აქტივობები მათ ნამდვილად სჭირდებათ. უფრო მეტი მოტივაცია აქვთ სწავლის, მეტად ფხიზლდებიან და მეტი ინტერესი უჩნდებათ. ამასთან, გარკვეული პოზიტიური განწყობაც შემოაქვს მოსწავლეებისთვის, ვინაიდან დროებით მაინც ავიწყდებათ ის სირთულეები, რომელსაც პანდემიის პირობებში შეეჩეხნენ. შესაბამისად ვთვლი, რომ „ეტალონი“ ნამდვილად საჭირო პროექტია მოსწავლეებისთვის.

ქოსალარის საჯარო სკოლის დირექტორი აინა გარაგაშევა:

პირველმა ტურმა წარმატებით ჩაირა. მოსწავლეებს ყოველთვის აქვთ ინტერესი რომ ჩაერთონ „ეტალონის“ ტესტირებაში. წელს სულ რვა მოსწავლე იყო ჩართული, აქედან 4 მერვეკლასელი და 4 მეცხრეკლასელი იყო. შედეგებიც უკვე ვიცით და ახლა მეორე ტურს ველოდებით.

ქოსალარის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი მაყვალა ამაღლობელი:

იმის გათვალისწინებით, რომ მცირეკონტიგენტიანი სკოლაა და ცოტა ბავშვები გვყავს ტესტირებაში სულ 8 მოსწავლე მონაწილეობდა. ცოტა გაუჭირდათ ტესტის დაძლევა ბავშვებს ვინაიდან უმცირესობის წარმომადგენლები არიან და ენის ბარიერი აქვთ, თუმცა სხვა მხრივ ტესტირებამ კარგად ჩაიარა და რეკომენდაციებიც დაცული გვქონდა.

ალექსეევკის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ მარგველანი:

ტესტირებამ წარმატებით ჩაირა, ჩვენგან მაქსიმალური იყო ჩართულობა - ზოგადად მერვე კლასში სულ 3 მოსწავლე გვყავს და სამივე ჩართული იყო, ხოლო მეცხრე კლასი საერთოდ არ გვყავს. რაც შეეხება შედეგებს, 2-მა მათგანმა მეორე ტურში გადასვლის უფლება მოიპოვა.

ზოგადად, მინდა აღვნიშნო, რომ მსგავსი ტიპის აქტივობები, მოსწავლეებს მოტივაციას და შემართებას ჰმატებს და ძალიან სასარგებლოა მათი განვითარებისთვის.

ალექსეევკის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ეკა საღლიანი:

ტესტირებამ რეკომენდაციების სრული დაცვით ჩაიარა, მოსწავლეებმა დამოუკიდებლად, ინდივიდუალურად შეასრულეს ტესტი, ორმა მათგანმა წარმატებით გადალახა პირველი ეტაპი და მეორე ეტაპზე გადავიდა.

მინდა გითხრათ, რომ მოსწავლეებისთვის ძალიან სახალისო იყო, ძალიან ამაღლებული განწყობით შეხვდნენ „ეტალონის“ ტესტირებას. პოზიტიურად იყვნენ განწყობილები და შედეგიც საკმაოდ კარგი გვაჩვენეს.

ორბეთის საჯარო სკოლის დირექტორი და „ეტალონის“ მასწავლებელი რომან ქავთარაძე:

ჩართულობა მაღალი იყო თუმცა მცირეკონტიგენტიანი სკოლა ვართ - 8 მოსწავლე ჩაერთო ჩვენგან გპირველ ტურში და მათგან 3 გადავიდა მეორე ეტაპზე.

გეტყვით, რომ ძალიან მოხარული ვართ „ეტალონთან“ თანამშრომლობით. ვფიქრობ, თქვენი ეგიდით გამართული ღონისძიებები ძალიან მნიშვნელოვანია და დადებითად მოქმედებს მოსწავლეთა მოტივაციაზე. მით უმეტეს იმ სკოლებში, სადაც მოსწავლეთა რაოდენობა მცირეა და სკოლებს არ შეუძლიათ მრავალფეროვანი აქტივობები შესთავაზონ მოსწავლეებს. ეს პროექტი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ამ ბავშვების განვითარებაზე და მათ განათლებაზე. ასევე, მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმ საინტერესო კითხვებისთვის, რომელიც ტესტებშია გამოყენებული.

იხილეთ ასევე:

თეთრიწყაროს სკოლების მოსწავლეთა საყურადღებოდ - ეტალონი

იხილეთ ტესტირების ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებელთა 13 საგნის გამოცდის შედეგები ცნობილია

სკოლების ვალდებულება, რომელიც 1-ელ სექტემბრამდე უნდა შეასრულონ

პედაგოგთა რეგისტრაციასთან დაკავშირებით მასწავლებლის სახლი ინფორმაციას ავრცელებს

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

კურსდამთავრებულები ქართული ენის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე (1+4) აპირებენ სწავლის გაგრძელებას

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება