| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თბილისის N71 საჯარო სკოლის I4 კლასი მოწოდების სიმაღლეზე დგას. ისინი მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალ - izrune.ge-ში აქტიურად არიან ჩართულნი. მათი დამრიგებელი ეკა მაისურაძეა, რომელიც ბავშვების განათლების მოტივაციაზე დიდი მონდომებით ზრუნავს. მან მზრუნველობით აღსავსე შეტყობინება გამოგვიგზავნა:
„ჩვენი 71-ე სკოლა სამი წელია აქტიურადაა ჩართული izrune.ge-ს პროექტებში. 2020-2021 სასწავლო წელს, I4 კლასის 100%-იანი შემადგენლობით ვუერთდებით პროექტს.
მე, როგორც კლასის დამრიგებელი, ბედნიერი ვარ, რომ ასეთი ერთსულოვნება სასწავლო წლის დასაწყისშივე გამოიკვეთა და უღრმესი მადლობა ამისთვის ბავშვებს და მათ აქტიურ მშობლებს.
მოგეხსენებათ, ეს პროექტი მშობლის აქტიურ ჩართულობას მოითხოვს და მხოლოდ დამრიგებელი ვერ მიაღწევს წარმატებას, თუ არ ექნება მშობლის მხრიდან მხარდაჭერა, მონდომება, აქტიურობა. ამ ყველაფრისთვის მათ კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას.
2020 სასწავლო წლის ბოლოს, მეგობრულ, სუპერ და მომავლის კლასს დავემშვიდობე, კლასს რომელთან ერთადაც ბევრი წარმატება ვნახე და ყველა წარმატებას დიდი სიხარულით ვეგებებოდით. მიხარია და ბედნიერი ვარ, რომ კვლავ ასეთი აქტიური კლასის დამრიგებელი ვარ და izrune.ge-სთან ერთად ახალ ეტაპს ვიწყებათ.
ბავშვები, მშობლებთან ერთად სიხარულით ელოდებიან დიპლომებს, პატარებს ეს განსაკუთრებით უხარიათ. ვიმედოვნებ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და როგორი ენერგიითა და შემართებითაც დავიწყეთ სასწავლო წელი, მიუხედავად არსებული რეალობისა, ასევე აქტიურად და წამატებით დავასრულებთ. ჩვენს 71-ე და ყველა სკოლას ვუსურვებ წარმატებებს!“
იხილეთ ფოტოები
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
პირველკლასელებმა პირველი ნერგები სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე და ქვემო მახოში ახალ გაკეთებულ სკვერში დარგეს
ნაფიჩხოვოს თემის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე დაწყებითი კლასებიდანვე ზრუნავენ
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას