სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N71 საჯარო სკოლის მოსწავლეების ილუსტრაციებით ენიდ ბლაიტონის „ცნობილი ხუთეული“ გამოიცემა
14-08-2020
-
+


თბილისის N71 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მორიგი წარმატება მოიპოვეს. პროექტ „ყველაზე წიგნიერის“ კონკურსში „დაახასიათეთ ეპიზოდი“ და „გამოეცი ილუსტრირებული წიგნი“ გაიმარჯვეს შემდეგმა მოსწავლეებმა: ტატუნაშვილი ელენე, მათიაშვილი ელენე, კუჭაშვილი მარიამ, შარმაიძე მარი, სიდამონიძე სოფო, ჭაბაშვილი გიორგი, თედიაშვილი გურამ, ხელაშვილი ლუკა, მახარობლიშვილი საბა, ფოჩხუა სიდონია, გუნდის ხელმძღვანელი მარიამ ირემაშვილი.

„მადლობას ვუხდით პროექტ „ყველაზე წიგნიერის“ ორგანიზატორებს ამ შესაძლებლობებისთვის და 71-ე საჯარო სკოლის დირექციას თანადგომისთვის.

ბავშვებო, მიხარია და ვამაყობ თითოეულით, რადგან თქვენი ნამუშევრებით გამოიცემა ილუსტრირებული წიგნი ენიდ ბლაიტონის „ცნობილი ხუთეული“,-აღნიშნა პედაგოგმა მაია ირემაშვილმა.

მოსწავლეთა წარმატებას სკოლის დირექტორი პაატა ჩორგოლაშვილიც გამოეხმაურა. მან პროექტის ორგანიზატორებს, მოსწავლეებსა და მასწავლებლებს მადლობა გადაუხადა.

„ჩვენი, 71-ე საჯარო სკოლა აგრძელებს წარმატებების სერიას პროექტში „ყველაზე წიგნიერი“. ჩვენ მოპოვებული გვაქვს ტიტულები: „ყველაზე წიგნიერი სკოლა“, „ყველაზე წიგნიერი მასწავლებელი“ მაია ირემაშვილი. ჩვენმა მოსწავლეებმა მორიგი წარმატება მოიპოვეს. პროექტის „ყველაზე წიგნიერი” კონკურსში „დაახასიათეთ ეპიზოდი“ და „გამოეცი ილუსტრირებული წიგნი“ გაიმარჯვეს შემდეგმა მოსწავლეებმა: ტატუნაშვილი ელენე, მათიაშვილი ელენე, კუჭაშვილი მარიამ, შარმაიძე მარი, სიდამონიძე სოფო, ჭაბაშვილი გიორგი, თედიაშვილი გურამ, ხელაშვილი ლუკა, მახარობლიშვილი საბა, ფოჩხუა სიდონია,- გუნდის ხელმძღვანელი მაია ირემაშვილი.

ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მოსწავლეების ნამუშევრებით გამოიცემა ილუსტრირებული წიგნი, ენიდ ბლაიტონის „ცნობილი ხუთეული“.

მადლობა პროექტის „ყველაზე წიგნიერი“ ორგანიზატორებს ამ შესაძლებლობისთვის, თითოეულ მოსწავლესა და მასწავლებელს აქტიურობისთვის.

ჩვენთვის, ყოველი ასეთი წარმატება, მორიგი სტიმულია, რომ ხელი შევუწყოთ, მრავალ საინტერესო, საგანმანათლებლო პროექტში მოსწავლეების მონაწილეობას!!!“-აღნიშნა სკოლის დირექტორმა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება