სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„დებატები უკეთესი განათლებისთვის“ - სადგურ მარელისის საჯარო სკოლის მოსწავლეები ნინო ყიფიანი და ლუკა ცისკაძე დაჯილდოვდნენ
14-08-2020
-
+


ხარაგაულის მუნიციპალიტეტის, სადგურ მარელისის საჯარო სკოლის მოსწავლეები: ნინო ყიფიანი და ლუკა ცისკაძე, პროექტის „დებატები უკეთესი განათლებისათვის“ ფარგლებში დაჯილდოვდნენ. ასევე დაჯილდოვდა დებატების კლუბის ხელმძღვანელი პედაგოგი ინგა ვეფხვაძე.

წარმატებული მოსწავლე წარმატებული სკოლაა

„პროექტს „დებატები უკეთესი განათლებისათვის“ საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი „გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის“, „კონრად-ადენაუერის ფონდის“, საქართველოს განათლების სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტის მხარდაჭერით ახორციელებს.

პროექტი 2020 წლის თებერვალში დაიწყო. პირველ ეტაპზე გადამზადნენ მონაწილე პედაგოგები, რომლებმაც სკოლებში, მოსწავლეთა მონაწილეობით, დებატკლუბები ჩამოაყალიბეს. პროექტში სხვა სკოლებთან ერთად მარელისის საჯარო სკოლაც  ჩაერთო.

პროექტში - „დებატები უკეთესი განათლებისათვის“ საქართველოს მასშტაბით 222 მოსწავლე ჩაერთო. მათ შორის იყვნენ ჩვენი სკოლის მოსწავლეებიც. პროექტმა წარმატებით ითანამშრომლა მოსწავლეებთან, მიუხედავად პანდემიისა, მოსწავლეებმა აქტიურად განახორციელეს კლუბური საქმიანობა. წლის ბოლოს გამოვლინდნენ გამარჯვებულები და 11 აგვისტოს  საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის პროექტში - „დებატები უკეთესი განათლებისათვის“ მონაწილე ხარაგაულელი მოსწავლეები დაჯილდოვდნენ.

გამარჯვებულ მოსწავლეთა შორის ჩვენი სკოლის მოსწავლეები ნინო ყიფიანი და ლუკა ცისკაძე წარმატებული საქმიანობისათვის დაჯილდოვდნენ. ასევე დაჯილდოვდა დებატების კლუბის ხელმძღვანელი პედაგოგი ინგა ვეფხვაძე სერტიფიკატითა და „თბილისი მოლის“ სასაჩუქრე ბარათით.

ღონისძიებას ხარაგაულში საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის დირექტორი თინათინ ცერცვაძე, პროექტების კოორდინატორი სოფიო ვეფხვაძე, ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი მარინე ვეფხვაძე,  ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი კობა ლურსმანაშვილი, პროექტში ჩართული სკოლების დირექტორები, მასწავლებლები და მოსწავლეები ესწრებოდნენ.

გილოცავთ წარმატებას ჩვენო საამაყო მოსწავლეებო და პედაგოგებო. გისურვებთ შემდგომ ეფექტურ საქმიანობას და უამრავ მიღწევას. მადლობა პროექტის მესვეურებს მოსწავლეების მოტივაციის ამაღლებისა და შემოქმედებითი საქმიანობისათვის.

ეს ის პროექტია, რომელიც „ეტალონთან“ ერთად მართლაც გვერდით უდგას სკოლებს მოსწავლეთა განათლების სრულყოფის საქმეში“,-აღნიშნა სკოლის დირექტორმა ვერა ოდიკაძემ.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება