სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ვის მიენიჭება სექტემბრიდან უფროსი მასწავლებლის სტატუსი - პრემიერ-მინისტრის ახალი ბრძანება
12-08-2020
-
+


პრაქტიკოს მასწავლებლებს, რომლებიც ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის წარმატებით დასრულების შედეგად მიღებულ მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატს წარადგენენ უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭებათ.

აღნიშნულს „მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ“ კანონში ცვლილება ითვალისწინებს, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია აწერს.

კერძოდ, საქართველოს მთავრობის 2019 წლის 23 მაისის №241 დადგენილებაში შესული ცვლილებით, „მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის“ გარდამავალი დებულებების 38-ე მუხლს დაემატა შემდეგი შინაარსის მე-12 პუნქტი:

„12. იმ პრაქტიკოს მასწავლებლებს (მათ შორის, არაქართულენოვანი სკოლების პრაქტიკოს მასწავლებლებს), რომლებიც 2020-2021 სასწავლო წლის დაწყებამდე წარადგენენ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის წარმატებით დასრულების შედეგად მიღებულ მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე მიენიჭებათ უფროსი მასწავლებლის სტატუსი“.

ეს ყველაფერი კი ნიშნავს, რომ: 

ის პედაგოგები, ვისაც სამოცკრედიტიანი პროგრამა უკვე გავლილი აქვს, უფროსი მასწავლებლები გახდებიან, ოღონდ ამ სტატუსს მასწავლებლის სახლის ხელმძღვანელი ინდივიდუალური ბრძანების საფუძველზე მიანიჭებს.

ამავე ბრძანებით, სიახლეები აქვთ უფროს მასწავლებლებსაც და უფროსი პედაგოგები, რომლებმაც გარე დაკვირვება გაიარეს, წამყვანის სტატუსს 30 სექტემბრამდე მიიღებენ. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება