სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ბედნიერ მომავალს გისურვებთ ბექა, ნიკა, ლიკა და მარიამ!“ - დარჩელის N1 საჯარო სკოლის დირექტორი მედალოსნებს გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს
12-08-2020
-
+


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დარჩელის N1 საჯარო სკოლის დირექტორი მარინე ცარციძე წარჩინებულ კურსდამთავრებულებს ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს. სკოლის 4 მოსწავლე მედლის კანდიდატია. მათ დირექტორი განსაკუთრებულად ახასიათებს:

„ყოველი სასწავლო წლის დამთავრება დიდ სიხარულთან ერთად დიდ სევდასაც გვიტოვებს ხოლმე. ცრემლების გარეშე შეუძლებელია სკოლის კედლებიდან გაუშვა მოსწავლე, რომელიც მთელი თორმეტი წელი შენს გვერდით იღწვოდა, იზრდებოდა, ლამაზდებოდა, ყალიბდებოდა ქვეყნის მოქალაქედ, მომავალ მშობლად, მეცნიერად, პოლიტიკოსად...

წლევანდელი მე-12 კლასი უჩვეულოდ, მართლაც რომ დიდი სევდითა და ცრემლით გავაცილეთ, გული გვტკიოდა, რომ ვერ მოვეფერეთ, თბილი სიტყვა ვერ ვუთხარით, არა და რა კარგები იყვნენ, სავსენი შემოქმედებითი უნარებით, აღვსილნი ემოციებით, მოაზროვნენი და კრიტიკულნი.

ყველა მოსწავლე თავისებურად საყვარელია და დაუვიწყარი, მაგრამ მე მინდა გავიხსენო ოქროსა და ვერცხლის მედლის კანდიდატები, რომლებმაც ღირსეულად დაიმსახურეს სახელმწიფოსგან ჯილდო ვერცხლისა და ოქროს მედლები. ესენი არიან: დინჯი, შრომისმოყვარე, ბეჯითი, უფროსებისადმი განსაკუთრებული გულისხმიერებით გამორჩეული ბიქტორ (ბექა)ანდრიაძე;

ტექნოლოგიებით გატაცებული, განსაკუთრებული ნიჭითა და უნარებით დაჯილდოვებული, ყველასგან გამორჩეული ნიკა ახალაია;

სამართლიანი, მებრძოლი, მეგობრული, ბეჯითი, მაღალი დისციპლინის მქონე, ერთი დღეც რომ არ გაუცდენია სასწავლო პროცესი, მარიამ აბსანძე;

მუდამ ღიმილიანი, მეოცნებე, ლიდერი, აქტიური, მიზანდასახული - ლიკა აკობია.

მათ წარმატებით ჩააბარეს ეროვნული გამოცდები და წელს გახდებიან საქართველოს წამყვანი უნივერსიტეტების სტუდენტები.

არ დაივიწყებს თავის აღზრდილებს დარჩელის N1 საჯარო სკოლა. გვაქვს იმედი, რომ ისინი კარგი სპეციალისტები, კარგი ადამიანები, სამშობლოს ღირსეული შვილები  დადგებიან. ბედნიერ მომავალს გისურვებთ ბექა, ნიკა, ლიკა და მარიამ!!!“-წერია სკოლის დირექტორის, მარინე ცარციძის წერილში.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება