| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ჭიათურის მუნიციპალიტეტის დარკვეთის საჯარო სკოლაში უფროსკლასელთა კონკურსის - „ეს ქვეყანა შენია“ გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართა. სკოლის დირექტორმა კონკურსში მონაწილეებს მიმართა.
„ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემი სკოლისა და მოსწავლეების სახელით კონკურს „ეს ქვეყანა შენიას“ კომპეტენტურ ჟიურის, სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინსტიტუტს, კონრად ადენაუერის ფონდს, მობრძანებულ სტუმრებს და ჩემი სკოლის თითოეულ თანამშრომელს, მშობლებსა და სოფო ცერცვაძეს ინტერიერის დიზაინისთვის. დაუღალავად დიდი მადლობა ჩემი და ჩემი მოსწავლეების სიხარულის გაზიარებისთვის...“ -აღნიშნა სკოლის დირექტორმა დარიკო ხვედელიძემ.
კამპანიის ფარგლებში დარკვეთის საჯარო სკოლის გუნდს სხვადასხვა აქტივობის განხორციელება მოუწია, დაჯილდოვების პარალელურად შეხვედრა სპეციალურად მოწვეულ სტუმრებთან...პროექტი „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ კონრად ადენაუერის ფონდის და სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის, კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრის, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის თანამშრომლობით განხორციელდა. პროექტს ევროკავშირი და კონრად ადენაუერის ფონდი აფინანსებდა.
იხილეთ ფოტოები და ვიდეოები
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა