| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ხაშურის N7 საჯარო სკოლის 6-მა მოსწავლემ საბაზო საფეხური წარჩინებით დაასრულა, რის გამოც, ისინი ლეპტოპებით დაჯილდოვდებიან. სკოლის წარმატებულ მოსწავლეებზე დირექტორი მანანა ლაცაბიძე გვიამბობს:
„მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდის მიზნით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ახორციელებს პროგრამას „ჩემი პირველი კომპიუტერი“. სასიხარულოა და საამაყო, რომ პროგრამის ფარგლებში სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის პორტაბელური კომპიუტერები გადაეცემათ ხაშურის N7 საჯარო სკოლის წარჩინებულ მოსწავლეებს: ანა ლაბაძეს, თინათინ ცუცქირიძეს, ნინო შერაზადიშვილს, თიკო ჩიქოვანს, სანდრო ციყელაშვილს და მარიამ მახარაშვილს.
ეს მოსწავლეები დაწყებითი საფეხურიდან გამოირჩეოდნენ საოცარი აქტიურობით, გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობებით. სულ პატარები ეზიარნენ თეატრალურ ხელოვნებას და საბავშვო სპექტაკლები გააცოცხლეს სცენაზე. სისტემატურად არიან ჩართული განათლების სამინისტროს ყველა წამოწყებაში, პროექტებსა თუ კონკურსებში. სკოლისა და რაიონის შემოქმედებით და ინტელექტუალურ ცხოვრებაში ყოველთვის თვალსაჩინოა მათი ჩართულობა. განსაკუთრებით ხაზგასასმელია მათი გუნდური მუშაობა, ძალისხმევას არ იშურებენ, რომ დააინტერესონ და აქტიურები გახადონ თანატოლები.
ასევე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ სკოლას ჰყავს წარმატებული კურსდამთავრებულები, ოქროსა და ვერცხლის მედალოსნები, ესენი არიან მარიამ ღონღაძე და ანა ლაცაბიძე. სკოლა ულოცავს მათ აღნიშნულ ჯილდოებს და შემდგომ წარმატებებს უსურვებს",-აღნიშნავს სკოლის დირექტორი მანანა ლაცაბიძე.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა