სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 სკოლის საიუბილეო გამოწვევას ფიზიკის მასწავლებელი ხათუნა კიკალიშვილი შეუერთდა
05-08-2020
-
+


იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლა 140 წელს ითვლის. ამ მნიშვნელოვან თარიღთან დაკავშირებით სკოლამ საიუბილეო გამოწვევა წამოიწყო, რომლის ფარგლებში სკოლის სხვადასხვა პერიოდის კურსდამთავრებულები და პედაგოგები სკოლის ისტორიას პატარ-პატარა ამბებით აცოცხლებენ.

„მე გახლავართ ხათუნა კიკალიშვილი და უდიდესი სიამაყით მინდა გამცნოთ, რომ ვარ მეორე სკოლის კურსდამთავრებული და ამჟამად, ამავე სკოლის ფიზიკის მასწავლებელი. მივიღე გამოწვევა და ვუერთდები ონლაინ აქტივობას: „ჩემი სკოლა 140 წლისაა“.

ჯერ კიდევ ჩემი მოსწავლეობის დროს, სკოლის 100 წლის იუბილეს მიეძღვნა გრანდიოზული ღონისძიებები, რომელშიც ჩვენი სკოლის სასიმღერო გუნდი მონაწილეობდა. გუნდს ყველასათვის საყვარელი კომპოზიტორი ბატონი ნიკოლოზ ედგარიძე ხელმძღვანელობდა. ამ გუნდის ერთ-ერთი წევრი მეც გახლდით.

ჩემს სკოლას ყოველთვის ჰყავდა პედაგოგთა უძლიერესი გუნდი. ეს ტრადიცია დღესაც გრძელდება. სიყვარულით და უდიდესი პატივისცემით ვიხსენებ თითოეულ მათგანს და დღეს განსაკუთრებით მინდა გამოვყო მათემატიკის პედაგოგი ნუნუ ქანდარია,რომლის სახელობის კაბინეტი ამშვენებს დღეს სკოლას.

მე ვესტუმრე ნუნუ მასწავლებელს, დიდი სიყვარულით და სითბოთი გავიხსენეთ განვლილი წლები, დავათვალიერეთ მისი უზარმაზარი არქივი, რომელიც უდიდეს ისტორიას ინახავს. ამ არქივიდან აღებული ფოტოებით გავაკეთე მოკრძალებული ფოტოკოლაჟი და დიდი სიამოვნებით წარმოგიდგენთ.

მინდა ყველას მოგილოცოთ ჩვენი სკოლის 140 წლის იუბილე!!!

მეამაყება, რომ ვარ ქუთაისის მეორე საჯარო სკოლის კურსდამთავრებული!

პატივისცემით ხათუნა კიკალიშვილი“.

იხილეთ ვიდეო


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება