სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ყველა გიყვარდეთ! ეს პირველი ნაბიჯი იქნება წარმატებისაკენ“ - დაბა ბაკურიანის მასწავლებელი ანა ტყემალაძე IV კლასელებს ემოციურად გამოემშვიდობა
03-08-2020
-
+


ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ბაკურიანის მასწავლებელი ანა ტყემალაძე მე-4 კლასელებს დისტანციურად, ემოციური წერილით გამოემშვიდობა. პედაგოგმა ბავშვებთან პირველი შეხვედრა და ერთად განვლილი წლები გაიხსენა. 

„დღეს ის დღეა, რომელიც სულ სხვანაირად წარმომედგინა. ალბათ იქნებოდა კიდეც ისეთი ლამაზი და დასამახსოვრებელი, როგორზეც, ჯერ კიდევ, 4 წლის წინ დავიწყე ფიქრი, მაგრამ ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გამო ყველას ერთი საფიქრალი გაგვიჩნდა - ზრუნვა საკუთარ და სხვის ჯანმრთელობაზე. ახლა ასე შორიდან უნდა მოგეფეროთ და დაგილოცოთ ახალ საფეხურებზე სავალი გზები.

დღეს დაასრულეთ სკოლაში სწავლის პირველი ეტაპი. რა მალე გავიდა დრო...

არადა როგორ მახსოვს ის დღე, როდესაც მითხრეს პირველი კლასის ხელმძღვანელი უნდა იყოო. ძალიან დაბნეული და „შეშინებული“ ვიყავი, არ ვიცოდი რა უნდა გამკეთებინა, შევძლებდი თუ არა ამ პასუხისმგებლობის სათანადოდ შესრულებას, მაგრამ დირექციის, თანამშრომლების და მშობლების დახმარებით, მათი ნდობით და მხარში დგომით განვლო ოთხმა წელმა. ამ დროის განმავლობაში მეც ბევრ რამეს ვსწავლობდი „ჩემს ბავშვებთან“ ერთად. ვფიქრობ, ნაყოფიერი და სასიამონო იყო ერთად გატარებული ეს დრო. ყოველთვის მაიმედებდა ის ფაქტი, რომ ბავშვებს სხვადასხვა საგანს ასწავლიდნენ გამოცდილი და ღირსეული პედაგოგები.

მე დარწმუნებული ვარ, რომ ნებისმიერი მასწავლებლისთვის თითოეული კლასი დაუვიწყარი, განსაკუთრებული და შეუდარებელია, თუმცა პირველ სადამრიგებლო კლასს სულ სხვა ემოციები და განცდები აქვს, რომელიც მთელი ცხოვრება გამყვება და მათი გახსენება ყოველთვის სასიამოვნო ღიმილს მომგვრის.

ბავშვებო, ძალიან მიყვარხართ, გეფერებით და ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ. ბევრი იშრომეთ და აუცილებლად მიაღწევთ წარმატებას.

ყველა გიყვარდეთ! ეს პირველი ნაბიჯი იქნება წარმატებისაკენ. მადლობა თქვენ, ამ ლამაზი ოთხი წლისთვის.

მადლობა მინდა გადავუხადო დირექციას, მასწავლებლებს და მშობლებს თანამშრომლობისთვის, და მე მჯერა, რასაც სიყვარულით გავაკეთებთ, ყველაფერი გამოგვივა. წარმატებები!!!“ - წერია პედაგოგ ანა ტყემალაძის წერილში.

იხილეთ ვიდეო



კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება