სიახლეები
სკოლები

„წარმატებული სკოლის ლიდერი - თენგიზ გულორდავა“ - თბილისის N106 საჯარო სკოლის პედაგოგი დირექტორს იუბილეს ვრცელი წერილით ულოცავს
27-07-2020
-
+


„წარმატებული სკოლის ლიდერი - თენგიზ გულორდავა“ - თბილისის N106 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი ინა მეცხვარიშვილი დირექტორს დაბადების დღეს ულოცავს და მის შესახებ ვრცლად გვიყვება:

წარმატებული სკოლის ლიდერი -  თენგიზ გულორდავა

„პედაგოგიკაში ხშირად ვსაუბრობთ მოსწავლეებში მოტივაციის გაღვიძებასა და მისი ამაღლების საჭიროებაზე. მუდმივ ფიქრში ვართ, თუ როგორ შეგვიძლია მეტად წავახალისოთ და გავააქტიუროთ მოსწავლეებში  ის ძალა, რაც მათ საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმს გამოავლენინებს. ვფიქრობ, არამარტო მოსწავლეებს, არამედ ყველა ადამიანს, განურჩევლად ასაკისა და სქესისა, პროფესიისა და თანამდებობისა, სჭირდება მოტივაციის ამაღლება, რათა მან უფრო მეტი აკეთოს. ადამიანის წარმატებული ქმედებების გამოყოფა და აღნიშვნა, ერთგვარად, ბედნიერების მომტანია მისთვის. ამიტომაც, ვფიქრობ, რომ არასდროს უნდა დავიშროთ ერთმანეთის ძლიერი მხარეების გამოყოფა და შექება, რაც მთავარია, მადლიერების გამოხატვა.

არასდროს მომწყინდება იმ დიადი საქმეების ფართო საზოგადოებისთვის წარდგენა და ამ ყველაფრის სულისჩამდგმელზე საუბარი. დღეს ბატონი თენგიზ გულორდავას დაბადების დღეა. ეს ადამიანი არა მარტო ისან-სამგორის რაიონში, არამედ თბილისის მასშტაბით უკვე ყველასთვის კარგად ცნობილი ადამიანია, თავისი მოღვაწეობითა და სულისკვეთებით, რომელსაც შეუსვენებლად დებს იმ კედლებში, რომელშიც ყალიბდება საქართველოს აწმყო და მომავალი. თბილისის 106-ე საჯარო სკოლის ხელმძღვანელია უკვე მე-7 წელია, და ამ მცირე ხანში 300 მოსწავლიანი სკოლა დღეს უკვე 1400 მოსწავლეს უღებს თავის კარს. მკაფიოდ ჩანს, ბატონი თენგიზისთვის, თითქოს  სიცოცხლის გამხანგრძლივებელია ის ფაქტი, რომ

  • სექტემბერში, სკოლის ეზოში, კიდევ 12 ოქროსმედალოსან მოსწავლეს გაუხსნის ვარსკვლავს;
  • რომ ჩვენი სკოლა უპრეცენდენტო საგანმანათლებლო პორტალის, იზრუნეს რეიტინგის მიხედვით, თბილისის სკოლებს შორის, პირველ ადგილზეა;
  • რომ ჩვენი სკოლის ინფრასტრუქტურა და სასწავლო გარემო ყოველწლიურად წესრიგდება, იხვეწება და ახლდება;
  • რომ მას ჰყავს თავისი მასწავლებლების სახით, უძლიერესი (როგორც თავადაც მუდმივად აღნიშნავს) გუნდი და ერთიანი ძალებითა და სულისკვეთებით იპყრობენ მწვერვალებს;
  • რომ ჩვენს სკოლას უკვე აქვს სააქტო დარბაზი და ბიბლიოთეკა, გარემონტებული დერეფნები და საკლასო ოთახები, რომლებიც ამ სკოლაში თავისი მოღვაწეობის დროს, უშვებულებო მუშაობითა და უშუალოდ, საკუთარი ჩართულობით შექმნა.
  • რომ ჩვენი სკოლა ყოველწლიურად უფრო და უფრო იმსახურებს მშობელთა ნდობას, მოსწავლეებისთვის შეთავაზებული სწავლის მაღალი ხარისხისა და უსაფრთხო სკოლის სტატუსით;
  • რომ ჩვენი სკოლის კედლების მსგავსს ვერსად ვერ ნახავთ, გარდა ამ შენობისა, რომლებიც ერთგვარად, სამუზეუმო, ისტორიულ-ლიტერატურულ ექსპონატად იქცა, რომლებზეც წარმოდგენილია არაერთი ცნობილი ქართველი მწერლის შემოქმედებიდან ამონარიდი ეპიზოდები, გაცოცხლებული სხვადასხვა ცნობილი ნაწარმოებები, რომლებიც უფლებას არ მოგცემენ, რომ გულგრილად ჩაიაროთ სკოლის დერეფნებში. თქვენ იმოგზაურებთ სხვადასხვა ეპოქის ამსახველ მნიშვნელოვან ნაწარმოებებსა თუ ისტორიულ ფაქტებში;
  • რომ ჩვენი ასმეექვსე სკოლა 2019 წლიდან ატარებს აფხაზეთის ომის გმირის, ზურაბ იარაჯულის სახელს და ეს ყველას გვეამაყება.

დამეთანხმებით, რომ სკოლის დირექტორი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლი,  ზოგადი განათლების სისტემის ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის. მნიშვნელოვანია დირექტორის გავლენა მასწავლებლის შრომის ნაყოფიერებასა და მოსწავლეთა შედეგებზე. სკოლის დირექტორი არის საგანმანათლებლო ლიდერი და სკოლის განვითარება მისი და კარგი მასწავლებლის გარეშე შეუძლებელია. ჩვენი ასმეექვსე სკოლა კი ამ უკანასკნელი წინადადების კარგი მაგალითია. ჩვენს სკოლას რომ საუკეთესო საგანმანათლებლო ლიდერი და ბევრი კარგი მასწავლებელი ჰყავს, ამას თავად მოსწავლთა აკადემიური მიღწევები მოწმობს.

ჩვენი სკოლის ლიდერის, ბატონი თენგიზ გულორდავას ქმედებები საგანმანათლებლო სივრცეში, ასევე იმიტომაა აღსანიშნავი, რომ ის ყოველდღიურად ცდილობს სკოლა კონცენტრირდეს ყველაზე მნიშვნელოვანზე

  • ბავშვის კეთილდღეობაზე;
  • სწავლა-სწავლების ხარისხსა და
  • მასწავლებლის პროფესიულ განვითარებაზე.

ამ სამი უმნიშნელოვანესი ფაქტორის წარმატებით განვითარებას კი იმით ახერხებს, რომ სკოლის ყველა თანამშრომელს საერთო იდეების გარშემო აერთიანებს, იდეების, რომელიც მკაფიოდ უკავშირდება ბავშვის კეთილდღეობას.

მოტივაციაზე ვსაუბრობდი ჩემი სიტყვის დასაწყისში, რომელშიც  გულითადი მადლიერების გამოხატვას ვგულისხმობ, სკოლის ხელმძღვანელის მიმართ. მადლიერება არასდროს არის უადგილო, მით უფრო, რომ ეს დამსახურებულია.

ჩემი სკოლის ლიდერის მიდგომებს და ქმედებებს მუდმივად სიამაყით აღვნიშნავ, რადგან ვფიქრობ, რომ კარგი პრაქტიკის გაზიარება მნიშვნელოვანია სასკოლო განათლების განვითარებისთვის.

ის, რომ ბატონ თენგიზს გააზრებული აქვს სკოლის ლიდერის მნიშვნელობა და როლი სკოლისა და მოსწავლეთა განვითარებაში; მოქმედებს კეთილსინდისიერებისა და პროფესიული ეთიკის სტანდარტით; მუდმივად ზრუნავს სკოლაში უსაფრთხო, პოზიტიური, ინკლუზიური და თანამშრომლობითი გარემოს შექმნაზე, ამას ადასტურებს სასკოლო თემის მაღალი მოტივაცია და კმაყოფილება.

მუდამ წარმატებებს ვუსურვებ ბატონ თენგიზ გულორდავას იმ დიად საქმეში, რომელშიც ასე გულიანადა არის ჩაფლული. ხანგრძლივი სიცოცხლე და უამრავი ბედნიერი დღე როგორც პირად, ასევე პროფესიულ ცხოვრებაში“,-წერს დაწყებითი კლასების პედაგოგი, ინა მეცხვარიშვილი.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

ოლიმპიადა ახლა უკვე ინგლისურ ენაშიც გაიმართება, საგნების მიხედვით განრიგი კი შემდეგნაირია

მოსწავლეთა წარმატებების შესახებ ოფიციალური წერილები გაიგზავნა

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

სიახლეები

მასწავლებლებისთვის ახალი სისტემის ჩამოყალიბება იგეგმება - დეტალები

მოსალოდნელია ძლიერი ქარი, ელჭექი, შტორმი... - გაფრთხილება ამინდის შესახებ

დიდი ოდენობით ქონების მართლსაწინააღმდეგო მითვისების და გაფლანგვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო -  აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია პროკურატურამ გამოაქვეყნა

„100 მამაოს გადამზადებას ვგეგმავთ, რომლებიც უფრო მეტ საჯარო სკოლას დაფარავენ“...

პიროვნება

ბავშვი გახსნილია, როცა ხედავს, რომ მის აზრს პატივს სცემენ, მასწავლებელმა უნდა შეძლოს მოსწავლეს უსაფრთხო გარემო შეუქმნას

„ჩვენს სკოლაში ვმუშაობთ ყველა ერთად და ვცდილობთ, საინტერესო გარემოს შექმნას“...

„მასწავლებელს უნდა ახსოვდეს, რომ ის არა მხოლოდ ცოდნის გადამცემი, არამედ გზამკვლევი და მხარდამჭერია მოსწავლისათვის“...

სკოლები

ინკლუზიური განათლების მხარდაჭერისა და მის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობის სიგელი გადაეცა სკოლის დირექტორს

მოსწავლეებმა პედაგოგებს პროფესიული დღესასწაული დიდი სიყვარულითა და პატივისცემით მიულოცეს

საინტერესო

ოლიმპიადა ახლა უკვე ინგლისურ ენაშიც გაიმართება, საგნების მიხედვით განრიგი კი შემდეგნაირია

გერმანული ენის მენტორი მასწავლებელმა, ქალბატონმა თამარ შანიძემ გერმანულიდან ქართულად თარგმნა სახელმძღვანელო „ნეიროლინგვისტური პროგრამირება“

არაბთა გაერთიანებული საამიროები აქტიურად ნერგავს ხელოვნურ ინტელექტს განათლების სფეროში

როგორ მიმდინარეობს სასწავლო პროცესი საქართველოს საჯარო სკოლებში - დირექტორები etaloni.ge-ს კითხვებს პასუხობენ

სიახლეები
საზოგადოება