| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ცაგერის მუნიციპალიტეტის, ლაცორიის საჯარო სკოლამ, ქვეყანაში შექმნილი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, დისტანციურად გააცილა მეთორმეტეკლასელები ცხოვრების ახალ ეტაპზე.
ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, თამარ ახვლედიანმა მათ ვიდეო მიუძღვნა და ასე შეეცადა ის სიყვარული გამოეხატა, რასაც აღმზრდელი თავისი დაფრთიანებული მომავალი თაობის მიმართ გრძნობს ხოლმე. განსაკუთრებით ემოციური იყო კლასის დამრიგებლის, მაია მახარობლიძის მილოცვა, თავად ცაგრის მუნიციპალიტეტის, ლაცორიის საჯარო სკოლის დირექციამაც წარმატებები უსურვა ახალგაზრდებს და მიუხედავად იმისა, ყველა რეკომენდაცია ზედმიწევნით გაითვალისწინეს და ბოლო ზარიც სიმბოლური გახლდათ, თბილი სიტყვები ვერ იტევდა ემოციებს.
„ჩემო მეთორმეტეკლასელებო, ჩემო გამორჩეულებო, ნიჭიერებო, კეთილებო, ლამაზებო მოხდა ასე და მხოლოდ აქედან გვიწევს სკოლიდან გაცილების მოლოცვა, მაგრამ, დარწმუნებული იყავით, რომ ყველა მასწავლებელი, მთელი სულითა და გულით, თქვენი სავალი გზის მლოცველია. შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, მთავარი - ჯანმრთელობა მინდა გისურვოთ; მჯერა, რომ დასახული მიზნების მისაღწევად წარმატებებს მიაღწევთ, ჩვენ ვიამაყებთ თქვენით!!! არ დაგევიწყებინოთ თქვენზე მზრუნველი მასწავლებლები... გკოცნით და გლოცავთ - ნინო, მარიამ, მირიან, თამუნა...“„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა