სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ბედნიერი ვარ, რომ თქვენს აღზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი მიმიძღვის“-საწირის საჯარო სკოლის მასწავლებელი XII კლასელებს ემოციურად გამოემშვიდობა
23-07-2020
-
+


ტყიბულის მუნიციპალიტეტის საწირის საჯარო სკოლის მასწავლებელმა დინარა ქასრაშვილმა მე-12 კლასელებს სკოლის დასრულება მიულოცა და მათ ემოციური წერილით გამოემშვიდობა. პედაგოგმა მოსწავლეებს ერთად გატარებული წლები გაახსენა.

„2020 წელი...20 მაისი...ვფიქრობ, რომ ეს ციფრები სიმბოლურია, ბევრისმთქმელი და განსაკუთრებულიც.
მიიხურა კარი კიდევ ერთმა სასწავლო წელმა და მასთან ერთად თქვენც, ჩემო ძვირფასო მე-12 კლასელებო!
ვიცი, ბევრი გიოცნებიათ ამ დღეზე, ვინ იცის, რა ფიქრები აგშლიათ, მაგრამ ვერც თქვენ და ვერც ჩვენ ვერასოდეს წარმოვიდგენდით დღევანდელ რეალობას. თქვენ, ვარდების რევოლუციის დროს დაბადებულებს, აგვისტოს ომგამოვლილებს „კორონა“ ვერ შეგაშინებთ, წინ ბევრი კარგი და ნათელი დღე გელოდებათ, არ დანებდეთ!

ბედნიერი ვარ, რომ ჩემს პედაგოგიურ მოღვაწეობაში მეთორმეტე გამოშვება ხართ, პირველი სადამრიგებლო მეთორმეტე კლასი...(ესეც სიმბოლურია) მე და თქვენ ერთად შემოვაღეთ სკოლის კარი და რომ იტყვიან, ერთადაც გავიზარდეთ... ერთად ბევრი ქარტეხილი გადავლახეთ, გარიგებდით, გეფერებოდით, ყოველთვის თქვენს გვერდით ვიყავი, შეიძლება ამას ხან გრძნობდით, ხან-ვერა. ისიც ვიცი, რომ თქვენი სახით მეყოლება მომავალი იურისტი, ეკონომისტი, პროგრამისტი, ისტორიკოსი, ფარმაცევტი, ჯარისკაცი, მოცეკვავე და რავიცი კიდევ რა პროფესიებს დაეუფლებით...

დღეს „ბოლო ზარი“ თქვენს გარეშე დაირეკა! გაფრინდა სიყმაწვილის წლები, ბედნიერი ვარ, რომ თქვენს აღზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი მიმიძღვის და ვიცი ოდესმე ვიამაყებ ამით. ყველაზე კარგად ერთმანეთში ჩხუბი გეხერხებოდათ, ქაღალდების სროლა, ფანჯრიდან გადასვლა, ვინ იცის, რამდენჯერ შევაკეთეთ კლასის კარები და მერხები, თქვენ გამითეთრეთ თმები თუ ასაკმა არ ვიცი! (ეს რა თქმა უნდა ბავშვური ანცობებია, თან რომ სდევს სკოლის მოგონებებს!) ისიც ვიცი, რომ ცხოვრებისეულ სიძნელეებს გაუძლებთ და მჯერა, ღირსეულ ადამიანებად შეემატებით ქართულ საზოგადოებას! მიუხედავად ყველაფრისა, თქვენ შეძელით გამკლავებოდით იმ გამოწვევებს, რაც თან ახლდა დისტანციურ სწავლებას და გამარჯვებულები ამთავრებთ სკოლას. წინ მნიშვნელოვანი დღეები გელოდებათ, ვიცი, ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე წარმატებულები იქნებით!
გზას დაგილოცავთ! გკოცნით, გეფერებით, მეიმედებით! მიყვარხართ და მეყვარებით მუდამ! ძალიან მომენატრებით! საუკეთესო სურვილებით, თქვენი დინარა მასწი!“-წერს პედაგოგი დინარა ქასრაშვილი.

იხილეთ ვიდეო



კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რატომ ითხოვენ სკოლები საგამოცდო შედეგებს და აქვთ თუ არა აბიტურიენტებს ქულების თქმის ვალდებულება

კონტროლი მკაცრდება - ახალი დოკუმენტი სკოლის მოსწავლეებს 6 მიმართულებით ეხებათ

NAEC აბიტურიენტთა ცნობარში შეტანილ ცვლილებებს საიტზე აღარ აქვეყნებს - აბიტურიენტებს მხოლოდ SMS-ები ეგზავნებათ

შეცვლილი ეროვნული სასწავლო გეგმა და სახელმძღვანელოები... - რესურსცენტრების ხელმძღვანელებთან შეხვედრის საკითხები ცნობილია

„განათლების სისტემაში არ გვაქვს სახარბიელო მდგომარეობა“ - ირაკლი კობახიძე

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი ნომრები წარუდგინეს

დღის ბოლოს კურსდამთავრებულთა თეთრი პერანგები საუკეთესო სურვილებითა და სამახსოვრო მინაწერებით აჭრელდა

საინტერესო

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება