სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„როგორ მენატრება გასული შემოდგომა“-ქვედა სამების საჯარო სკოლის მოსწავლე ლუკა ნოღაიდელი ემოციურ ჩანაწერს გვიზიარებს
23-07-2020
-
+


ქობულეთის მუნიციპალიტეტის ქვედა სამების საჯარო სკოლის მოსწავლე ლუკა ნოღაიდელმა საკუთარი ემოციები ჩანახატით გადმოსცა. ლუკა პანდემიის გამო გამოწვეულ ვითარებასა და მონატრებულ სკოლაზე წერს.

როგორ მენატრება გასული შემოდგომა

უსაშველოდ გაიწელა წლევანდელი ზაფხული...ამის შეგრძნებას ის უფრო ამძაფრებს, რომ პანდემიის გამო მარტიდან სკოლაში  აღარ დავდივართ.

...ამ უსაშველოდ გაწელილ ზაფხულს სკოლის, გაკვეთილების, მეგობრებისა და მასწავლებლების უსაშველო მონატრებაც თან ახლავს; თურმე ადამიანს დატუქსვაც კი მოგენატრება, ოღონდ კი ნაცნობი ხმა გაიგონო და მოგონებები გაგიცოცხლდეს!

ჩემი ლამაზი სკოლა მოთმინებით ელის, როდის ავახმაურებთ და გამოვაცოცხლებთ მის ოთახებსა და ეზო-მიდამოს, ალბათ მასაც ვენატრებით; ალბათ იმ მოუზომავ ცელქობებსაც გვაპატიებს, რომელიც ძალიან ჰგავს ადრე გაზაფხულზე ბოსელიდან პირველად გამოშვებული ხბორების თავისუფლების შეგრძნებას (კარგი გაგებით): ხან კოდმეებსა და ხეებს რომ მიასკდებიან შუბლით, ხან კიდევ კუდაპრეხილები უგზო-უკვლოდ გარბიან...

სექტემბერში უფლის ნებით სწავლა დაიწყება. ამბობენ, ჩვეულებრივი გაკვეთილების პარალელურად ონლაინ გაკვეთილებიც იქნებაო. არ ვიცი, ეს კარგი იქნება თუ ცუდი. ამას მარტო კომპიუტერი ხომ არ ეყოფა: ეს ინტერნეტიო, ეს დენიო... რამდენჯერ ინტერნეტის გათიშვის გამო პირდაღებული მასწავლებელი გაჭედილა ეკრანზე ან დენის გათიშვის გამო მე დავრჩენილვარ პირღია. ასეთი სურათი ზამთარში უფრო ხშირი იქნება. ჩემი აზრით, ნამდვილ გაკვეთილებს არაფერი სჯობს.

სადღაც წავიკითხე, მოსწავლეებისათვის ნიშანი სასჯელიაო. სასჯელი კი არადა, როგორც უფროსები ელოდებიან ხელფასებს, მოსწავლეები ისე ველოდებით ჩვენი შრომის, წარმატებისა თუ წარუმატებლობის  შეფასებას, ესაა ჩვენი „ხელფასი“. იქნებ ვცდები, მაგრამ მე ასე მგონია.

სექტემბრამდე ჯერ კიდევ ერთი თვეა. ვფიქრობ, ვიგონებ და ვაანალიზებ, მას შემდეგ, რაც სკოლაში აღარ დავდივართ, რა მენატრება და რა არა, რა მაკლია, რის გამო განვიცდი დისკომფორტს და რის გამო ამოვისუნთქე თავისუფლად,  ცოცხალ ადამიანს რა დაულევს საფიქრალს, მით უმეტეს, სკოლამონატრებულ მოსწავლეს პანდემიის პირობებში!..

მანამდე კი...ჩემს სკოლას ავუვლი, ჩავუვლი... როგორ მენატრება გასული შემოდგომა, როცა საერთოდ არაფერი ვიცოდი კორონავირუსის შესახებ; რა სხვანაირი იყო ცხოვრება პანდემიამდე...

ქობულეთი
ქვედა სამების საჯარო სკოლის უკვე VIII კლასის მოსწავლე ლუკა ნოღაიდელი


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება