სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

იანეულის საჯარო სკოლის მოსწავლე სოფლის კეთილდღეობაზე მზრუნველ მევენახეს, გიზო ვაჩეიშვილს გვაცნობს
23-07-2020
-
+


„ჩვენ ვსწავლობთ სოფლის ისტორიას შემოგვიერთდით“- ამ ლოზუნგით ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის იანეულის საჯარო სკოლის მოსწავლეები საკუთარი სოფლის ისტორიას იკვლევენ და თანასოფლელებს გვაცნობენ, რომელთაც სოფლის კეთილდღეობაში დიდი წვლილი შეაქვთ. 

ამჯერად, XI კლასის მოსწავლე ლაშა-გიორგი კუჭაშვილი მევენახე გიზო ვაჩეიშვილს გვაცნობს.

„ჩვენ ულამაზეს სოფელში ცხოვრობს ბატონი გიზო ვაჩეიშვილი, მისი მამა ბატონი გრიშა ვაჩეიშვილი სოფელს ედგა სათავეში როგორც კოლმეურნეობის თავმჯდომარე, ამიტომ ბატონი გიზო ბავშვობიდან მიეჩვია შრომის მოყვარეობას, მას ძალიან კარგი მეუღლე ყავს ქალბატონი ეთერ გუძიევი, სამ შვილთან ერთად შესანიშნავად უძღვებიან ოჯახს. ბატონ გიზოსა და ქალბატო ეთერის ოთხი შვილიშვილი და ორი შვილთაშვილი ჰყავთ, ბატონი გიზო საუკეთესო მევენახეა, უვლის ცოლიკაური ბაღს, შესანიშნავი მარანი აქვს, რომელსაც შვილივით უვლის. ბატონი გიზოს მარანმა მოსწავლეთა რესპუბლიკურ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა და მოწონება დაიმსახურა. იგი დღესაც დიდი შემართებითაა ჩაბმული და ზრუნავს სოფლის კეთილდღეობისათვის, მას ძალიან უყვარს ახალგაზრდობა და იმედი აქვს კარგი მომავალი ექნება ჩვენს ახალ თაობას, გიზოს ვაჟი სოსო უკვე წლებია საბერძნეთის მოქალაქეა და ოჯახთან ერთად იქ ცხოვრობს, წელიწადში ერთხელ ყოველ შემოდგომაზე სტუმრობს მამას და მოსავლის აღებაში ეხმარება, იგი ამაყობს რომ საუკეთესო მშობლები ყავს, რომლებიც მთელი ენერგიით არიან ჩაბმული სოფლის ცხოვრებაში. ბატონი გიზო გვიყვება წყლის შესახებ, რომელიც ჩვენ სოფელში არის, თუ რა თვისებებით გამოირჩევა იგი, რომ საფუძვლიანად არაა გამოკვლეული მისი დადებითი თვისებები და იმედოვნებს რომ დადგება დღე როცა სამკურნალო წყალს ბოლომდე შეისწავლიან ეს კი სოფლის წინსვლისათვის საუკეთესო იქნება. ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე ბატონო გიზო და ქალბატონო ეთერი“,-წერს მოსწავლე. 



კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება