სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

დაბა ხარაგაულის N2 საჯარო სკოლის დებატების კლუბის წევრებმა ონლაინ კონკურსში წარმატება მოიპოვეს
22-07-2020
-
+


დაბა ხარაგაულის N2 საჯარო სკოლის დებატების კლუბი აქტიურად იყო ჩართული საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის პროექტში - „დებატები უკეთესი განათლებისთვის".

პროექტმა პანდემიის გამო განიცადა მოდიფიცირება და ორი თვის მანძილზე ონლაინ რეჟიმში მუშაობდა.

კლუბის მუშაობის ბოლო ეტაპი იყო სიტყვთ გამოსვლის ონლაინ კონკურსი, რომელშიც მონაწილე 222 მოსწავლიდან 10 ჩვენი დებატ კლუბის წევრი იყო.

მეორე საჯარო სკოლის დებატ კლუბის ყველა მონაწილემ დააკმაყოფილა ძირითადი მოთხოვნები და გადაეცემათ სერტიფიკატი, ხოლო ყველა სერტიფიცირებულს აქვს შესაძლებლობა გაიაროს ზაფხულში სპეციალური მოსამზადებელი ტრენინგი დებატების ნაციონალური ტურნირისათვის!

დებატ კლუბის წევრები: გვანცა ყრუაშვილი, ელენე ტალახაძე, ქეთი დავაძე, ნია ფოფხაძე, მარიამ დუგლაძე, გვანცა მაღლაფერიძე, გიგა ხიჯაკაძე, არმაზ შავიძე, მარიამ ხაჩიძე და ელენე ჭყოიძე.

ტოპ ოცეულში, რომელიც ორ საუკეთესო ათეულად შეირჩა, მოხვდნენ როგორც გამოცდილი, ასევე გამოუცდელი მოსწავლეებიც; ისინი გარდა ფასიანი საჩუქრებისა და წინასწარ შეთანხმებული მოწვევებისა დაჯილდოვდნენ ყველაზე მნიშვნელოვანი პრიზით, გაიარონ კონკურსი საერთაშორისო დებატების საზაფხულო აკადემიაში მოსახვედრად! ჩვენი დებატ კლუბის წევრმა, X კლასის მოსწავლემ, გვანცა ყრუაშვილმა საპატიო მერვე ადგილი დაიკავა ახალბედა მოდებატეების ათეულში და ასევე ჩაერთვება UNICEF Georgia, G I D E-სა და პარლამენტის ევრო ინტეგრაციის კომიტეტის ერთობლივ პროექტში, რომელიც ასოცირების 6 წლის იუბილეს ეძღვნება.

ამავე პროექტში საწყისი ეტაპიდან არის ჩართული ჩვენი დებატ კლუბის წევრი ქეთი დავაძე.
ვულოცავთ გვანცა ყრუაშვილს საპატიო ათეულის წევრობას, მას და დანარჩენ მონაწილეებს სერთიფიკატით დაჯილდოებას და ნაციონალურ ტურნირში მონაწილეობის შესაძლებლობას. ვუსურვებთ თითოეულ მათგანს შემდგომ წარმატებებს.
მადლობას ვუხდით საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის ხელმძღვანელს ქალბატონ თინათინ ცერცვაძეს და პროექტების კოორდინატორს ქალბატონ სოფო ვეფხვაძეს მოცემული შანსისთვის, მხარდაჭერისთვის, ერთგულებისა და თანადგომისთვის.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება