სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„სკოლამ საკმაოდ კარგად გაართვა თავი ამ გამოწვევას“- რუისის N3 საჯარო სკოლამ დისტანციური სწავლება წარმატებით წარმართა
22-07-2020
-
+


ქარელის მუნიციპალიტეტის რუისის N3 საჯარო სკოლამ დისტანციური სწავლება წარმატებით წარმართა. სკოლის დირექტორის, მაკა მეტრეველის თქმით, იყო სირთულეები, ხარვეზები თუმცა, სკოლამ საკმაოდ კარგად გაართვა თავი ამ გამოწვევას.

„რუისის N3 საჯარო სკოლის დირექცია მადლიერია ყველა მასწავლებლის, მოსწავლის და განსაკუთრებით მშობლების, რომლებიც მასწავლებლებთან ერთად არანაკლებ შრომას წევდნენ მოსწავლეების დისტანციურ სწავლებაში სრულყოფილად ჩართვისთვის. იყო სირთულეები, ხარვეზები თუმცა ვთვლი, რომ სკოლამ საკმაოდ კარგად გაართვა თავი ამ გამოწვევას.

დისტანციურ სწავლებაზე გადასვლისთანავე დირექციამ შექმნა TV-სკოლის ცხრილთან შეჯერებული საგაკვეთილო ცხრილი, რა თქმა უნდა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით. ასევე სისტემატიურად დაიწყო ინფორმაციის შეგროვება - ანალიზი მოსწავლეთა დისტანციურ საგაკვეთილო პროცესში ჩართულობის შესახებ ელექტრონული ჟურნალის საშუალებით. ელექტრონული ჟურნალი ყოველდღიურად ივსებოდა სკოლის მასწავლებლების მიერ, რომლებიც ასახავდნენ არა მარტო მოსწავლეთა დასწრებას გაკვეთილებზე, არამედ ასახავდა
ინფორმაციას მათი აქტიურობის, დავალებების შესრულებისა და წამოჭრილი პრობლემების შესახებ. ამავდროულად ყოველკვირეულად მასწავლებლების მიერ სახელდებოდნენ ყველაზე მეტად აქტიური მოსწავლეები, რომლებიც დირექციის
მიერ ჯილდოვდებოდნენ „ციფრული სამკერდე ნიშნებით“. რამაც ვთვლი რომ მოსწავლეთა მოტივაცია გაზარდა უფრო მეტად დაწყებით და საბაზო საფეხურზე“,- აღნიშნავს მაკა მეტრეველი.

სერტიფიკატების ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე

რუისის N3 საჯარო სკოლის დირექცია დისტანციური სწავლების პროცესს თავისი სკოლის მაგალითზე დადებითად ახასიათებს და ამის საფუძვლად კარგად ფორმირებულ სასკოლო კულტურას ასახელებს. სკოლის დირექციის ხელმძღვანელობით ყოველდღიურად ხდებოდა პედაგოგების ონლაინ შეხვედრები, რომლის დროსაც ხდებოდა გამოცდილების გაზიარება, „თიმსის“ პროგრამის შესაძლებლობების განხილვა, ტექნიკური პრობლემების გაანალიზება, ელ. რესურსების სასწავლო პროცესში გამოყენების განხილვა, მოსწავლეთა წარმატებების და პრობლემების განხილვა და ა.შ.

„მიუხედავად წარმატებულად განხორციელებული დისტანციური სწავლებისა, იმედს ვიტოვებთ რომ სექტემბერში სრულყოფილად აღდგება სასწავლო პროცესი და მოსწავლეები და მასწავლებლები დაუბრუნდებიან სკოლის კედლებს“,- დასძენს სკოლის დირექტორი.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება