სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„იმედია მოსწავლეებს სკოლებში დაბრუნების საშუალება ექნებათ“- სკოლის დირექტორები სასექტემბრო მოლოდინებსა და სურვილებზე
21-07-2020
-
+


Etaloni.ge სადისკუსიო/სააზროვნო თემების ციკლს აგრძელებს, ამჯერად - სასექტემბრო მოლოდინებსა და სურვილებზე, რომლის ფარგლებში დირექტორები გვიზიარებენ თუ როგორ წარმოუდგენიათ და სურთ რომ იყოს ახალი სასწავლო წელი. 

ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟახუნდერის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო აფრასიძე:

„სასექტემბრო მოლოდინი და სურვილია მოსწავლეების და მასწავლებლების სკოლაში დაბრუნება, რადგან სკოლაში სწავლა-სწავლება უფრო ნაყოფიერია. ჟახუნდერის სკოლა მაღალმთიანი რაიონია და ინტერნეტის ხარვეზების გამო რთულად ტარდებოდა ონლაინ გაკვეთილები, (სამინისტროსთან შეთანხმებით) ტელეფონის საშუალებით ხდებოდა ხოლმე სწავლება. დიდი სურვილი და მოლოდინი გვაქვს სასწავლო პროცესი სექტემბერში განახლდეს. 

ლენტეხის N1 საჯარო სკოლის დირექტორი ნატო ჯანხოთელი:

„ვემხრობი და მოლოდინი მაქვს, რომ სკოლებში სასწავლო პროცესი განახლდეს. რაიონში პანდემიის საშიშროება არ არის. სკოლა მცირეკონტიგენტიანია და სკოლის ფართი და მოსწავლეების რაოდენობა საშუალებას იძლევა შესრულდეს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები და შეუფერხებლად განახლდეს სასწავლო პროცესი“.

ფოთის N12 საჯარო სკოლის დირექტორი მანანა ხობელია:

„პოზიტიური მოლოდინი მაქვს, იმედია ეპიდემიოლოგიური სიტუაცია არ გამწვავდება და მოსწავლეებს სკოლებში დაბრუნების საშუალება ექნებათ, თუ სკოლებში დაბრუნება ვერ მოხერხდა ამ შემთხვევაში შესაძლოა ჰიბრიდული ტიპის სწავლება გახდეს საჭირო, ანუ დისტანციური და სასკოლო ერთად, რისთვისაც სკოლა მზადყოფნაშია. სკოლის დირექცია, მოსწავლეები, მშობლები და მასწავლებლები იმედოვნებენ რომ სასწავლო პროცესი სკოლაში აღდგება“.

მასალა მომზადებულია თემის: სასექტემბრო მოლოდინები და სურვილები გამოხმაურების ფარგლებში


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

მიწოდების ვადა 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდება

ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება

საჯარო სკოლებში დასაქმებულ 70 ათასზე მეტ პირს ხელფასი გაეზრდება - ფინანსთა მინისტრი 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში ბავშვებს გარემოსო დაცვასა და ბუნების მოფრთხლებას დაწყებითი კლასებიდანვე ასწავლიან,

მოსწავლეები ნერგების ზრდა-გახარებას მომავალშიც დააკვირდებიან
 
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება