სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წყალტუბოს N4 სკოლის მოსწავლე ანასტასია ლობჟანიძე დისტანციურ საგანმანათლებლო პროცესში აქტიური ჩართულობით გამოირჩეოდა
14-07-2020
-
+


წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლემ, ანასტასია ლობჟანიძემ დისტანციური სასწავლო პროცესის დროს თავი გამოიჩინა.

წყალტუბოს N4 სკოლამ, მოსწავლეებს, რომლებმაც გლობალური პანდემიის დროს, დისტანციური სწავლების პროცესში გამოიჩინეს აქტიურობა, სასკოლო საზოგადოებას შესთავაზეს სხვადსხვა სასწავლო დამხმარე რესურსები, ვიდეორგოლები და ა.შ. ასევე მონაწილეობდნენ სკოლის მიერ გამოცხადებულ ონლაინ კონკურსში - „სხვა სამყარო ჩემი“, სოციალური ქსელის გვერდი დაუთმო. დღეს სკოლის ადმინისტრაცია მე-8 კლასის მოსწავლეს ანასტასია ლობჟანიძეს გვაცნობს. ანასტასია ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი აქტიური სასკოლო თუ სკოლის გარე საქმიანობით. 

„მოსწავლეებს, რომლებმაც გლობალური პანდემიის დროს, დისტანციური სწავლების პროცესში გამოიჩინეს აქტიურობა, შემოგვთავაზეს სხვადსხვა სასწავლო დამხმარე რესურსები, ვიდეორგოლები და სხვ.ასევე მონაწილეობა მიიღეს სკოლის მიერ გამოცხადებულ ონლაინ კონკურსში: „სხვა სამყარო ჩემი“, სკოლის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, სკოლის ფბ.ის სოციალური გვერდი ერთი დღით დაეთმობა ინდივიდუალურად ერთ მოსწავლეს, აქ თავს მოიყრის ის ნაშრომები, რომლითაც კონკრეტულად გამოიჩინა თავი ბავშვმა. ამით გვინდა გავზარდოთ მოსწავლის მოტივაცია და გავაღრმავოთ ურთიერთობები სკოლას,მოსწავლესა და მშობელს შორის..დღეს გაგაცნობთ ერთ მათგანს.

მე-8 კლასის მოსწავლე ანასტასია ლობჟანიძე.
ანასტასია ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი აქტიური სასკოლო თუ სკოლისგარეშე საქმიანობით.
იგი უაღრესად მაღალი პასუხისმგებლობით და კეთილშობილებით ასრულებს ხოლმე მასზე დაკისრებულ დავალებებს. ანასტასია აქტიურ თანამშრომლობას აგრძელებდა სკოლასთან დისტანციური სწავლების დროსაც. გვიგზავნიდა დამხმარე რესურსებს სხვადსხვა საგანში, ვიდეოებს,სადაც გვიკითხავდა სხვადსხვა ლექსებს.
ამ მხრივ გამოირჩეოდა მისი მომზადებული მასალები საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი, ოჯახის სიწმინდის, დედამიწის საერთაშორისო დღის, წმინდა ნინოს ხსენების თუ სხვა მნიშვნელოვანი მოვლენების დროს. ანო გვიყვარხარ და გვეამაყები!“-ნათქვამია სკოლის დირექციის წერილში. 

იხილეთ ფოტოები და ვიდეოები




კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება

საჯარო სკოლებში დასაქმებულ 70 ათასზე მეტ პირს ხელფასი გაეზრდება - ფინანსთა მინისტრი 

საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში

განაცხადების წარდგენა მერიაში დღეიდან დაიწყო 

 

რომელი საგნის გამოცდაჩაბარებულ, მოქმედ პედაგოგებს უნდა ჰქონდეთ სკოლაში მუშაობის სამწლიანი გამოცდილება - კანდიდატთა შესარჩევი კრიტერიუმები ცნობილია

პიროვნება
სკოლები

„თითოეული ნახატი მოსწავლეთა წარმოსახვის, შემოქმედებითი აზროვნებისა და ფერთა შეგრძნების თავისებური გამოხატულებაა“

მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს თემატური სიმღერები

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება