სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მეგონა, ადამიანები გულცივები იყვნენ, მათთან ურთიერთობა არ ღირდა“ - რა შეცვალა კარანტინმა ფოთელი მოსწავლისთვის?
19-05-2020
-
+



ფოთის N5 საჯარო სკოლის მოსწავლე გვანცა კვარაცხელია პანდემიით შეცვლილ ცხოვრებაზე საკუთარ ემოციებს ჩანახატში გვიზიარებს. მიუხედავად იმისა, რომ მას გარეთ გასვლას სახლში ყოფნა ადრეც ერჩივნა, ამ კარჩაკეტილობამ სულ სხვაირად დაანახა ადამიანებთან ურთიერთობის მნიშვნელობა. მოსწვალე მეგობრებთან შეხვედრას მოუთმენლად ელის. 


                                                                  „მონატრების 1 თვე-რა გვასწავლა სიჩუმემ?“

კორონავირუსმა ყველას დიდი დარტყმა მოგვაყენა, მან ჩვენი ცხოვრების წესი მთლიანად შეცვალა, რამდენიმე თვის წინ ბავშვები ვერც წარმოვიდგენდით, რომ სკოლის დერეფნებში სირბილი და გაკვეთილზე გამოუძინებელი ჯდომა მოგვენატრებოდა, მაგრამ ფაქტია, რომ გვენატრება. ყოველთვის მეგონა, რომ ადამიანები ისეთი გულცივები იყვნენ, მათთან ურთიერთობა არ ღირდა, მაგრამ ახლა ვხვდები, რამხელა მნიშვნელობა ჰქონია ადამიანის ნახვას, მისი ხმის გაგონებას, მასთან ჩახუტებასა და უბრალოდ საუბარსაც კი. ვერ ვიტყვი, რომ შინ ჯდომა ძალიან ცუდია, მართალია, გარე სამყაროს მოწყვეტილი ვარ, მაგრამ დროს ჩემს ოჯახის წევრებთან ერთად ვატარებ და სიმართლე რომ ვთქვა, ისინი უკეთესად გავიცანი, მართალია, ნორმალური ცხოვრება და მეგობრებთან ერთად გართობა ძალიან მენატრება, მაგრამ იმედი მაქვს, მალე მოვაგვარებთ იმ პრობლემას, რომელიც ჩვენ თვითონ შევქმენით და ყველაფერი კარგად იქნება.

რა მასწავლა კარანტინმა?

ვფიქრობ და ვხვდები, რომ კარანტინმა „სიცოცხლის“ მნიშვნელობა მასწავლა. დიახ, აქამდე არ ვიცოდი, რას ნიშნავდა „სიცოცხლე“, იგი უბრალოდ ყოველ დილით საწოლიდან ადგომა და მთელი დღის უაზროდ გატარება მეგონა, მეგონა, რომ საერთოდ არ მჭირდებოდა გარეთ გასვლა, რადგან ჩემს მეგობრებთან კონტაქტი სოციალური ქსელებითაც შემეძლო და სიმართლე ვთქვა, ონლაინ სწავლაზეც ვოცნებობდი, მაგრამ როდესაც ჩემი ოცნებები რეალობად მექცა, მივხვდი,რომ საერთოდ არ იყო ეს ყველაფერი ისეთი საოცარი, როგორიც ჩემს ფანტაზიაში.

სახლიდან არც კარანტინამდე გავდიოდი, რადგან გარეთ სიარული დიდად არ მიყვარს, მაგრამ ახლა, როდესაც სხვისი  იძულების გამო ვზივარ, ვაცნობიერებ, რამდენს ნიშნავს შენი მეგობრების გარემოცვაში ყოფნა და გართობა. მზად ვარ, ჩემი მეგობრების სანახავად ყველაფერი გავაკეთო, ხოლო ჯერ ჯერობით რისი გაკეთებაც შემიძლია, სახლში დაჯდომა და ლოდინია, ჩემი და სხვისი სიცოცხლის დასაცავად.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

განათლების სამინისტროს დამატებითი უფლება მიენიჭა - მთავრობის დადგენილება

24 ოქტომბერს გამოცდა ქიმიაში, ფიზიკაში ან/და ბიოლოგიაში ატარდება  25 ოქტომბერს კი წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში - EMIS

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება