სიახლეები
სკოლები

„პლანეტა პანდემიის შემდეგ - რა იყო გუშინ? რა არის დღეს? და რა გველის ხვალ?“ - მეათე კლასელის ჩანახატი
18-05-2020
-
+


ფოთის N4 საჯარო სკოლის X ა კლასის მოსწავლე ელენე გაბისონია კორონავისრუსის ეპიდემიის ფონზე შემნილ მდგომარეობას ემოციური ჩანახტით ეხმაურება, რომელსაც ჩვენ უცვლელად გთავაზობთ: 

„პლანეტა პანდემიის შემდეგ“

რა იყო გუშინ? რა არის დღეს? და რა გველის ხვალ?

სულ რაღაც ორიოდე თვის წინ, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ კაცობრიობა ამგვარი გამოწვევის წინაშე დადგებოდა. მოდით, მანამ სანამ ჩვენს ირგვლივ, ადამიანები ცდილობენ გაუმკლავდნენ ვირუსს, დავფიქრდეთ ჩვენი ცხოვრების წესზე, დავუსვათ საკუთარ თავებს შეკითხვა - რატომ ხდება ეს ყოველივე? ვინ შეიძლება იყოს დამნაშავე? იქნებ ეს ჩვენი ქმედებების საზღაურია რომელსაც დედამიწაზე ვახორციელებთ? როცა პანდემიას დავძლევთ, როგორ უნდა განვაგრძოთ ცხოვრება ისე, რომ იგივე არ განმეორდეს?

ჩემი ღრმა რწმენით, მე  გამაჩნია სწორი პასუხები, რომლის შესახებაც ახლა გიამბობთ.

ვირუსები დედამიწაზე არსებობს უკვე რამდენიმე მილიარდი წელია. ისინი პარაზიტობენ ყოველგვარ ცოცხალზე. ეს არის საოცარი ფენომენი, რომელიც უნდა გავიგოთ. ეს სრულებით არ ნიშნავს იმას, რომ ისინი ჩვენი მტრები არიან, პირიქით, მე მჯერა, რომ ვირუსებმა ძალიან დიდი როლი ითამაშეს გენეტიკურ დივერსიფიკაციაში! ის რომ სახეობების ამგვარი მრავალფეროვნება არსებობს დედამიწაზე მათი დამსახურება მგონია.

კაცობრიობა თავისი სხეულის სიმსივნეა!

ჩვენ ადამიანები:

განვაგრძობთ გარემოს დაბინძურებას

საკუთარი ხელებით ვანადგურებთ ჩვენთვის საჭირო საარსებო რესურსებს

ჩვენ ვჭრით, ჩვენ ვანგრევთ, ჩვენ ვჭამთ!

ჩვენ გარემოზე თავდასხმად განვაგრძობთ...

დავკარგეთ ყოველგვარი პატივისცემა ცოცხალი სამყაროს მიმართ, მეთოდურად ვანგრევთ ამ მართლაც უნიკალურ პლანეტას და რატომ გვიკვირს რომ ამაზე ბუნება რეაგირებს?

სიცოცხლის გადაშენების მე-5 ეტაპი დაიწყო, რომელსაც ეწოდება „ანტროპომორფული“ ანუ ადამიანის მიერ ინიცირებული.

ამ ბიო სფეროში, ამ უნიკალურ პლანეტაზე, სასწაულის დონეზე ჩამოყალიბდა მრავალფეროვანი, მშვენიერი ცოცხალი გარემო! ჩვენ კი ვიქცევით როგორც ამ სიცოცხლის პირველი მტრები!

იმისათვის, რომ წარმოვიდგინოთ რა შეიძლება მოხდეს სულ მალე პლანეტაზე, მოვიყვან მაგალითს :

მოდით ვისაუბროთ აღდგომის კუნძულზე.

ეს არის ადგილი წყნარ ოკეანეში, სადაც თავის დროზე არსებობდა უნიკალური კულტურა. როცა ევროპელებმა აღმოაჩინეს ეს ადგილი, ის უკვე დაცემის, განადგურების ფაზაში იყო გადასული. მომსპარი არქიტექტურა, გაღატაკებული ადამიანები, გაუბედურებული გარემო...

ეკოლოგებმა შეისწავლეს საკითხი და მიიღეს მეტად ტრაგიკული პასუხი. ცივილიზაციის განვითარებასთან ერთად, გაიზარდა მოსახლეობა, მოხდა დემოგრაფიული კატასტროფა. კუნძულის რესურსები ადამიანთათვის გახდა არასაკმარისი. დაიწყეს პალმის ტყეების გაჩეხვა, თესავდნენ საკვებ მცენარეებს, რამაც გამოფიტა ნიადაგი, მოხდა ეროზია, კლიმატის ცვლილება და საბოლოოდ გვალვები.

ცივილიზაციამ განიცადა ეკო სუიციდი.

რატომ მოხდა ეს აღდგომის კუნძულზე ასე სწრაფად? ეს კუნძული არის ძალიან პატარა და მოწყვეტილი დანარჩენი სამყაროსგან. რაც დღეს დედამიწაზე ხდება, ეს არის ის რაც მოხდა  აღდგომის კუნძულზე! უბრალოდ, პლანეტის სიდიდის გამო, ეს პროცესი მიმდინარეობს ნელი ტემპით. ჩვენ უნდა გავიაზროთ რომ გარემოს და ბუნებას უფრო მეტი სიფრთხილით მოვეპყრათ. ჯერ კიდევ არის დრო! პასუხი კითხვაზე, თუ რა უნდა მოვიმოქმედოთ პანდემიის შემდეგ, არის მარტივი - უნდა გავხდეთ გარემო მეგობრულები!

ჩვენ უნდა ვიპოვოთ ფორმულა იმისა თუ როგორ ვიარსებოთ ისე, რომ ყველაფერი არ გავაცამტვეროთ!

დანტე ალიგიერი გვეუბნება :

„ჯოჯოხეთში ყველაზე შავბნელი ადგილები იმ ადამიანებისთვისაა შენახული, რომლებიც მორალური კრიზისის დროს მოქმედებაზე უარს აცხადებენ.“                                                                                                              

კრიზისმა, რომელზეც დანტე გვესაუბრება, უკვე დიდი ხანია ადგილი დაიმკვიდრა დედამიწაზე  და იმის მაგივრად რომ მოქმედებაზე გადავიდეთ და აღმოვფხვრათ პრობლემა, ხელს ვუწყობთ მის უკიდურეს ფორმებში გადასვლას.

პანდემიის შემდეგ, გვექნება სხვაგვარი დამოკიდებულება ერთმანეთისადმი, დაინერგება სიყვარულის უფრო მეტი ელემენტი, იქნება ღვთისადმი მიდრეკილების უფრო მეტი შესაძლებლობა, შეგვეცვლება მენტალიტეტი, გაიზრდება ერთმანეთთან შეკავშირების ტენდენცია! მაგრამ არის ერთი, ყველაზე მთავარი - დავაფასებთ თითოეულ წუთს!

ვირუსი, არის ცოცხალი ორგანიზმი, რომელიც გრძნობს უარყოფით ენერგიებს და იკვებება მისით.

არავითარი შიში! არავითარი პანიკა!

დავნერგოთ ოპტიმიზმი!

მოქმედებაზე გადასვლის დროა!

ეს არის გამოსავალი!

ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში


კომენტარები


ეტალონი

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

სიახლეები

„ვარსკვლავების“ დაჯილდოების ცერემონიამ ბათუმში სრული ანშლაგით ჩაიარა - Izrune.ge-ს მნიშვნელობაზე მოსწავლეთა მშობლები საუბრობენ

ბაღებში დასაქმებულთა ღირსეული ანაზღაურების სისტემა და განათლების დივერსიფიცირებული მოდელები - კიდევ რა ცვლილებების დანერგვას ითვალისწინებს დოკუმენტი

NAEC-მა რეგისტრაცია გამოაცხადა - ტესტის ნიმუშები და მაქსიმალური ქულები ცნობილია

გრიფირებული სახელმძღვანელოს ავტორის სამოდელო გაკვეთილი - მასწავლებლის სახლი სემინარს ჩაატარებს

როგორ შეხვდეს დღესასწაულს ისე, რომ მომავალმა წელმა ბედნიერება, წარმატება და იღბალი მოუტანოს

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პედაგოგებმა მოსწავლეები არაერთ სახალისო, შემოქმედებით აქტივობაში ჩართეს

„იყო თემის გაშლაც და მოსწავლეთა ცოდნის ჩვენებაც, ამ ყველაფერში კი ჩანდა მასწავლებლის უდიდესი შრომა“

სპექტაკლის რეჟისორი გახლავთ დათო დარსალია, კლასის ხელმძღვანელი კი - ნათია თოლორდავა

ღონისძიებას ორგანიზება გაუწია კლასის ხელმძღვანელმა რუსუდან თევანიანმა

საინტერესო

მთავარია, წერილების გახსნის პროცესი იყოს ემოციურად დადებითი და ინსპირაციული, რაც ბავშვებს უკეთ გაახსენებს საკუთარი მიზნების მნიშვნელობას 

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

გავრცელებული შეხედულებით ცაციაობა დაკავშრებულია არასტანდარტულ აზროვნებასთან - თქვენც ასე ფიქრობთ?

სიახლეები
საზოგადოება