სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ფოთის კერძო სკოლა „გიმნაზიის“ მოსწავლეებმა ონლაინ გაკვეთილზე ელექტრონული ჟურნალი შექმნეს
18-05-2020
-
+


ფოთის კერძო სკოლა „გიმნაზიის“ მოსწავლეები დისტანციურ სასწავლო პროცესში აქტიურად არიან ჩართულნი და ონლაინ გაკვეთილებზე საინტერესო აქტივობებს ახორციელებენ. როგორც პედაგოგი ირმა ხარშილაძე გვიამბობს, მოსწავლეებმა ონლაინ გაკვეთილზე ელექტრონული ჟურნალი სახელწოდებით - „რაჯინა“ შექმნეს.

„გარეთ, სარკმელს მიღმა, სიცოცხლე წართმეული დარობს გაზაფხული. თითქოს გაცრეცილა ფერთა იდილია შიშის ქალაქში. ცარიელ ქუჩებს სუდარა მოხურული სიჩუმე დაჰპატრონებია, ოთახებში გამოკეტილ ადამიანებს კი-ფიქრი!...ეს გაზაფხული არ ჰგავს წინანდელს, არც ეს ფიქრია წინანდელივით ლაღი და თავისუფალი... ვეღარ იკეკლუცა გაზაფხულმა დარაბებს  მიღმა,  ადამიანებისაგან მიტოვებულმა, ვერც  დარაბებს შიგნით მომწყვდეულმა სიცოცხლემ იგრძნო გაზაფხულის საამო სურნელი....

შეცვლილ სამყაროს უხილავმა მტერმა შემოხვია ხელები და  თითქოს ჩაყლაპას ლამობს: ვერ ეთმობა სიკვდილს სიცოცხლე!...პანდემია დააბოტებს პლანეტაზე ... შიშის თვალებში ჩაგვახედა  და თითქოს გესლიით ჩაგვჩურჩულა: სიცოცხლე ჩემია!... ვერ მიმხვდარა ბედკრული აჩრდილი, რომ სიცოცხლე უთმობელია ადამიანისათვის... „სამგზის სანატრელსაც“ ვერ დავუთმობთ სულს!...ვიბრძოლებთ!...ვისწავლით იმასაც, თუ როგორ  გავალამაზოთ სამყარო მოწყვეტილებმა სიცოცხლე  ბედნიერების წუთებით,  თუ როგორ  შევავსოთ სიხარულით  და თუ როგორ გავათბოთ სიყვარულით!...მძიმე ყოფილა ოცნებებზე უართქმული ადამიანის ეული ფიქრები...მძიმე, თუმცა რეალობად საქცევი!...

სწორედ ამ რეალობად ქცეული ფიქრებით იწყება ჩემი ყოველი ონლაინ გაკვეთილი ბავშვობა წართმეულ, ოთახებში გამომწყვდეულ,  „ნაადრევად დაბრძენებულ“ მოსწავლეებთან, ამოუცნობი სევდა ჩასახლებული თვალებით რომ შემომცქერიან ეკრანიდან!. ... ამ დროს მასწავლებელიც ვარ და მსახიობიც...ვცდილობ, ჭინკები დავაბრუნო მათ ანც თვალებში, უდარდელობისა და ონავრობის სურვილები გავაცოცხლო და სხვაგვარად ფიქრი ვასწავლო!...ლიტერატურის სწავლებასაც  ხომ ერთ-ერთი  მთავრესი დატვირთვა ამ კუთხითაც აქვს: ლიტერატურა ხომ ხელოვნებაა...ემოციების, შეგრძნებების, ასოცირების, აღქმა-გააზრების ერთობლიობაა...სულთან ზიარი სამყაროა.!... ასეთი ფაქიზი და იმპულსური, ემოციური კი არასოდეს ყოფილა, ალბათ, ბავშვის სული, როგორიც დღესაა. 

მინდა, მე-7 კლასში ჩატარებულ ერთ ჩვეულებრივ ონლაინ გაკვეთლზე გიამბოთ, რომელმაც  მოსწავლეთა  მრავალმხრივი  დაინტერესება და მაქსიმალური ჩართულობა  გამოიწვია.  მიგნებულად შერჩეულმა აქტივობამ თითქოს დღევანდელობის გამოძახილი გააცოცხლა: სხვა თვალით აღქმულ რეალურ სამყაროს სიყვარული და მეგობრობა  გადაარჩენს! ... ინტერესით გაეცნენ მოსწავლეები მურმან ლებანიძის ლექსს- „რაჯინა“. მოეწონათ ლექსში დახატული პოეტის ბავშვობისდროინდელი თბილისური ეზო თავისი ეროვნული მრავალფეროვნებითა და ურთიერთობებით...გაუჩნდათ სურვილი, რომ გასახორციელებელი აქტივობით  თავად მიეღოთ  ლექსში თქმულ  რეალობაში „გადასახლებითა“ და იმიტირებით შექმნილი  წინასწარი სიმულაციით  წარმოსადგენი ეროვნული უმცირესობების  შესახებ ინფორმაციების მოძიებით  სულიერი ტკბობა, გადავწყვიტეს, შეექმნათ  ელექტრონული ჟურნალი სახელწოდებით: „რაჯინა“, რომელსაც  წარმოგიდგენთ“,-გვწერს ირმა ხარშილაძე და ელექტრონულ ჟურნალს გვიზიარებს.

იხილეთ ჟურნალი


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

24 ოქტომბერს გამოცდა ქიმიაში, ფიზიკაში ან/და ბიოლოგიაში ატარდება  25 ოქტომბერს კი წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში - EMIS

„სასკოლო ფორმები ნოემბრის დასაწყისიდან გაიყიდება“ - სამინისტრო

საბავშვო ბაღებში ვირუსის ყველაზე მეტი შემთხვევაა... - ახასიათებს თუ არა კოკსაკს გართილებები 

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება