სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ინგლისური ენის გამოცდაზე გამოყენებულ ტესტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
07-08-2017
-
+


შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ინგლისური ენის გამოცდაზე გამოყენებული ტესტის მეოთხე ვარიანტის მეორე დავალების პირველ საკითხთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:

''ინგლისური ენის გამოცდაზე გამოყენებული ტესტის მეოთხე ვარიანტის მეორე დავალების პირველ საკითხთან დაკავშირებით განმარტება რამდენჯერმე გააკეთა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის უცხოური ენების ჯგუფის ხელმძღვანელმა, რუსუდან ტყემალაძემ (იხ. ქვემოთ).

ამჯერად, გთავაზობთ უცხოური ენების ჯგუფის კონსულტანტის, ინგლისური ენის ტესტების რედაქტორის, ჩრდილო არიზონას უნივერსიტეტის ლინგვისტიკის და ინგლისური ენის სწავლების მაგისტრის კევინ ჰირშის განმარტებას (იხ. ვიდეო).  



გთავაზობთ მისი კომენტარის ზუსტ თარგმანს:

''მეორე დავალების პირველი საკითხი იმიტომაა რთული, რომ მასში გამოყენებულია სიტყვა ''hardly''. ''Hardly'' შედარებით ნაკლებად გამოყენებადი სიტყვაა. მისი ხმარება ოდნავ განსხვავებულია სალაპარაკო და ლიტერატურულ ინგლისურში. სალაპარაკო ინგლისურში ეს სიტყვა ხშირად ნიშნავს ''თითქმის არა''-ს ან ''ძირითადად არანაირ''-ს. ამავე დროს, როგორც გაზეთებში, ისე ლიტერატურაში ვხვდებით შემთხვევებს, როდესაც ''hardly'' ატარებს ''უმნიშვნელო გამონაკლისის'' მნიშვნელობას. პიკასოს შესახებ მოცემული ტექსტის შემთხვევაში საუკეთესო პასუხი I საკითხზე არის: ''სწორია'' ორი მიზეზის გამო. პირველ რიგში, ეს დებულება შემდგომ განმარტებული არ არის და შესაძლებელიც კი იყო, რომ ''hardly''-ს აქ მართლაც ჰქონოდა ''უმნიშვნელო გამონაკლისის'' მნიშვნელობა, თუმცაღა, ტექსტში არსად არის მოცემული ეს ''უმნიშვნელო გამონაკლისი''. და მეორე, ეს ზმნიზედა ამ შემთხვევაში გამოყენებულია კემბრიჯის ლექსიკონში მოცემული მეორე მნიშვნელობით, რომლის მიხედვითაც ''არანაირი უმნიშვნელო გამონაკლისი არ არსებობს''. მართლაც, ჩვენ არაფერი არ ვიცით ''გამონაკლისის'' შესახებ. ამგვარად, საუკეთესო პასუხი არის ''True''. კევინ ჰირიში.

''ვეთანხმები ჩემი ამერიკელი კოლეგის მოსაზრებას. დავამატებ, რომ ჩვენი ტესტის მეორე დავალება არ არის ლექსიკური დავალება, სადაც სიტყვის მნიშვნელობა მოწმდება იზოლირებულად, კონტექსტის გათვალისწინების გარეშე. ეს არის წაკითხულის გააზრების დავალება და სიტყვის კონკრეტულ მნიშვნელობას დიდწილად განაპირობებს ის კონტექსტი, რომელშიც ეს სიტყვაა გამოყენებული. სიტყვა ''hardly'', განსხვავებით მისი ქართული თარგმანისაგან, არის უარყოფითი სემანტიკის მქონე (almost not/certainly not. Ref.: http://dictionary.cambridge.org/dictionary/english/hardly). ჩვენი ტექსტის კონტექსტი კიდევ უფრო აძლიერებს სიტყვის სწორედ ამ ''უარყოფით'' მნიშვნელობას და გამორიცხავს საპირისპიროს. ტექსტის არც ერთ მონაკვეთში არ არის მცირეოდენი მინიშნებაც კი იმაზე, რომ, მაგალითად, არსებობდნენ სხვა, პიკასოსნაირი პროდუქტიული მხატვრები ან, რომ მაგალითად, პიკასო იყო ერთ-ერთი ყველაზე ნაყოფიერი მხატვარი და ა. შ. პირიქით, ტექსტის პირველ აბზაცში მოცემული ყოველი წინადადება ამყარებს იმ აზრს, რომ ''არც ერთ სხვა მხატვარს არ დაუხატავს იმდენი სურათი, რამდენიც პიკასომ დახატა''. ამგვარად, ამ საკითხის ერთადერთი სწორი პასუხია ''True''. პასუხი არ შეიცვლება აპელაციის შემთხვევაშიც'', - უცხოური ენების ჯგუფის ხელმძღვანელი რუსუდან ტყემალაძე.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები
პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

მოსწავლეები ერთთმანეთს სხვადასხვა სპორტულ თამაშებში შეეჯიბრნენ

სასწავლო წლის განმავლობაში მიღებული ცოდნა და შთაბეჭდილებები მოსწავლეებმა საინტერესო და შემეცნებითი ექსკურსიით დააგვირგვინეს

 

 

 

საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება