| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მესტიის მუნიციპალიტეტის წვირმის საჯარო სკოლა დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავიდა. სკოლის მასწავლებლის თქმით, მოსწავლეებისთვის დღევანდელი მდგომარეობა დიდი სტრესია. მათ დამრიგებლები ხშირად ეკონტაქტებიან და სხვადასხვა თემებზე ესაუბრებიან.
„მესტიის მუნიციპალიტეტის წვირმის საჯარო სკოლა ზღვის დონიდან 1600მ მანძილზეა ამასთან ერთად რაიონული ცენტრიდან საკმაოდ შორს არის 18კმ-ით.
დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე დაცულად ვგრძნობთ თავს, თითქმის სოფელი შიდა კარანტინშია. საბედნიეროდ, ჯამრთელობის პრობლემები არ გვაქვს. სოფლის ყველა წარმომადგენელი და რა თქმა უნდა, სკოლის პერსონალი და მოსწავლეები ვიცავთ მთავრობის მიერ დაწესებულ ნორმებს და წესებს.
სკოლა გადასულია დისტანციურ სწავლებაზე მართალია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ შემოთავაზებულმა პროგრამებმა ვერ იმუშავა, მაგრამ გამოსავალი ყოველთვის მოიძებნება, სკოლა ჩართულია დისტანციურ სწავლებაში სოციალური ქსელების საშუალებით. ვუხსნით გაკვეთილებს და ვუგზავნით დავალებებს მეორე დღეს, ვახდენთ უკუკავშირს.
რა თქმა უნდა, ყველა ადამიანისთვის და მათ შორის, მოსწავლეებისთვის დღევანდელი მდგომარეობა დიდი სტრესია შეძლებისდაგვარად, დამრიგებლები ხშირად ეკონტაქტებიან მოსწავლეებს სოციალური ქსელების მეშვეობით და საუბრობენ სხვადასხვა აქტუალურ თემებზე, უზიარებენ ერთმანეთს აზრებს. საუბარი თითქმის იწყება მონატრებაზე საუბრით, საუბრობენ თუ რითი ერთობიან. აქამდე თუ სოციალური ქსელებით ერთობოდნენ, ახლა ნატრობენ ერთად შეხვედრას“, - გვწერს სკოლის პედაგოგი.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა