სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

მარტვილის N1 საჯარო სკოლა დისტანციური სწავლების პროცესში აქტიურად ჩაერთო
09-04-2020
-
+


„მაშინ, როცა მსოფლიო ებრძვის უხილავ მტერს, როცა  გონება გადატვირთულია ნეგატიური ინფორმაციით, როცა გულში ისადგურებს  შიში, როცა შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე,  სკოლებში სასწავლო პროცესი  წყდება და  როცა მასწავლებელი უფუნქციოდ რჩება, გვირაბის ბოლოს სინათლის სხივი ჩნდება“, - ასეთი, სევდანარევი, თუმცა იმედიანი განწყობა აქვთ მარტვილის N1 საჯარო სკოლაში, სადაც უკვე დაინერგა დისტანციური სწავლება და როგორც ამბობენ - „ამ გადაწყვეტილებამ თითქოს სიცოცხლე დაგვიბრუნა მასწავლებლებსაც და მოსწავლეებსაც“.

მარტვილის N1 საჯარო სკოლა, ისევე, როგორც სხვა სკოლები, აქტიურად ჩაერთო დისტანციური სწავლის პროცესში და წარმატებით იყენებს Teams პროგრამას. საგნის მასწავლებლები სისტემატურად კონტაქტობენ მოსწავლეებთან, კლასის ხელმძღვანელები ურთიერთობენ მშობლებთან; დირექტორსა და IT-მენეჯერს მუდმივი კავშირი აქვთ პედაგოგებთან და აცნობენ სიახლეებს; აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გარკვეულ წინააღმდეგობას მაინც წააწყდნენ, რადგან ყველა მოსწავლე არ არის უზრუნველყოფილი კომპიუტერით; თუმცა ამ გამოწვევას მარტვილის N1 საჯარო სკოლის პედაგოგებისთვის, ხელი არ შეუშლია, ის ბავშვებიც კი, ვისაც ინტერნეტთან წვდომა არ აქვთ, ჩაერთოთ საგაკვეთილო პროცესში -  მასწავლებლები მათთან უწყვეტ სატელეფონო კონტაქტზე არიან, აწვდიან საჭირო მასალას და მარტვილის N1 საჯარო სკოლის თითოეული პედაგოგი ცდილობს, ყოველი მოსწავლე ჩაერთოს საგაკვეთილო პროცესში, რათა  სასწავლო წელი არ გაცდეს.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

მიწოდების ვადა 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდება

პიროვნება
სკოლები
„მსგავსი საგანმანათლებლო აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეებში ცოდნის გაღრმავებას“
 
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება