| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სათხის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის გაკვეთილები დისტანციურად ტარდება.
„კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სასწავლო პროცესი თითქმის ერთი თვეა დისტანციურ ფორმატში მიმდინარეობს მთელი საქართველოს მასშტაბით.
როგორც ყველგან, ჩვენს სკოლაშიც ვიყენებთ „თიმსის“ დისტანციური სწავლების პროგრამას. მართალია, „თიმსის“ პროგრამა მთლიანად ვერ ჩაანაცვლებს სტანციონალ სწავლებას, მაგრამ ჩვენ მასწავლებლები, მოსწავლეები და მშობლებიც კი ჩართული ვართ ამ სასწავლო პროცესში და ვეცდებით გავაკეთოთ ყველაფერი, რომ მიზანს მივაღწიოთ. თიმსის პროგრამა ხელმისაწდომია ყველა მოსწავლისთვის (I-XII კლასებისთვის).
„თიმსის“ პროგრამა საშუალებას გვაძლევს, რომ დავუკავშირდეთ მოსწავლეებს ჩავუტაროთ ჩვეულებრივი გაკვეთილი, მივცეთ დავალებები. ასევე საშინაო დავალებებს ვუგზავნით მოსწავლეებს და ისინი დროულად გამოგვიგზავნიან შესრულებულ დავალებებს.
მასწავლებლები კი რაც შეიძლებამცირე დროში აბრუნებენ უკუკავშირს ანუ შესწორებულ დავალებებს. მასწავლებლების ერთ-ერთმა თქვა: „მე თანახმა ვარ, მოსწავლეების ყველანაირი ყვირილი გავიგო, ვითამაშო მათთან, ოღონდ ეს ყველფერი მოხდეს ჩვენი სკოლის საკლასო ოთახებში, მინდა რომ ყველაფერი იყოს ძველებურად, ჩვენ უნდა დავბრუმდეთ ჩვეულებრივი ცხოვრების რითმს“,- აღნიშნულია დირექციის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა