სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ჩვენ ეს შევძელით“ - ხონის N1 საჯარო სკოლის დირექტორი დისტანციური სწავლების პროცესის წარმატებით წარმართვისთვის პედაგოგებს მადლობას უხდის
07-04-2020
-
+


ხონის N1 საჯარო სკოლის დირექტორი შორენა კაკაბაძე დღესდღეობით განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადასვლასა და არსებული გამოწვევების სამაგალითოდ დაძლევაში გაწეული შორომისთვის თავის თანამშრომლებს მადლობას უხდის. 

etaloni.ge უცვლელად გთავაზობთ სკოლის დირექტორის მიმართვას:

„გაჩერებულმა" დედამიწამ დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა სრულიად საგანმანათლებლო სივრცე. დისტანციური სწავლა-სწავლება დანერგვისა და განხორციელების ფაზაში ერდროულად უნდა შევიდეს. დრო კი დროზე სწრაფად მიდის ...
ძნელია ამ დიდი გამოწვევის გამკლავება გაბედული, მაგრამ კარგად გათვლილი მენეჯმენტისა და კოორდინირებული მუშაობის გარეშე.

ჩვენ ეს შევძელით...... არ ვიცი რის ფასად....გმადლობთ, ჩემებო ამისთვის. ალბათ, ყოველთვის შემრცხვება შენი დაღლილი თვალების, ანგელა ეფრემიძე.

განსაკუთრებულ მადლობას ვეტყვი ცისანა მასწავლებელს (ზუსტად ვიცი, რატომ) და აქვე საჯაროდ, ბოდიშსაც მოვუხდი, უპასუხო ზარებისათვის...

დღის მანძილზე სკოლის აიტ- მენეჯერი ჯაბა გედენიძე ხაზზეა. მშობელთა ჩართულობა სასწავლო პროცესში სწორედ ახლა იგრძნობა ყველაზე მძაფრად. თავიანთ ცოდნას გვიზიარებენ უფროსკლასელებიც: ანი ქობალია, მიშიკო უგრეხელიძე, გიორგი წულაია, მურთაზ ყურაშვილი.

დისტანციური სწავლების დანერგვისა და გამართვის პროცესში თავისი ინტელექტუალური შესაძლებლობებით სკოლას გვერდით უდგას კურსდამთავრებულთა მთელი არმია, უდიდესი მადლობა მათ. მაგდა ჩხენკელი, ლელა ჯანელიძე, ლაშა ჯიმშელეიშვილი ნინო ღოღობერიძე, გვანცა გვინცაძე, ლიკა ნესოშვილი, შოთა ბუაძე, გოგა სანოძე, კახა წულაია, ლევან ჯიქია. ახალი სიცოცხლის დაბადების მოლოდინში მყოფი გვანცა მელქაძე, თავაუწევლად მუშაობს ცხრილებისა და საგანმანათლებლო რესურსების შექმნაზე.
გულითადი მადლობა ჩემს უერთგულეს მეგობარს „ახალი სკოლის მოდელის“ ტექნოლოგიების ექსპერტს, მარი მორჩილაძეს (მარი,ის ამბავი, მარტო მე და შენ რომ ვიცით, შეგიძლია კურიოზად მოყვე), ხონის საგანმანათლებლო რესურსცენტრს ხათუნა ყურაშვილი, ქობალიას და ჩვენი სამინისტროს ცხელ ხაზს „ცხელი“ მუშაობისთვის.

სასიამოვნო ამბებიც გვქონდა ამ ხნის მანძილზე. „კინგსის“ დისტანციური ოლიმპიადის შედეგებით ვხარობდით.
სასიხარულო ზარებიც იყო ჩემს ტელეფონზე. 100-მდე პატარა ემზადება რეგისტრაციისთვის, პირველსკოლელის სახელი რომ დაირქვას მომავალ სასწავლი წელს.

გესმის, დედამიწავ, რამდენი კარგი ამბავი მოგიყევი?! ეს მარტო ჩვენი სკოლის. ასეთი ოცდახუთია ერთ პატარა ხონში, 2500 საქართველოში და, ვინ იცის, რამდენი შენს ზურგზე.. გვჯერა, დაიღალე. ესეც გაივლის და მერეეეე........ „ჰოი,კუზიანო დედამიწავ, რამდენიც გინდა იტრიალე“ იტრიალე, იბრუნე და ლოცვად დაგიდგებით, დარაჯად დავუდგებით შენს მაჯისცემას, ოღონდაც იგაზაფხულეეეეე.....“, - აღნიშნავს სკოლის დირექტორი შორენა კაკაბაძე თავის მიმართვაში.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება