| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქუთაისის N36 საჯარო სკოლა აქტიურად არის ჩართული დისტანციური სწავლების პროცესში.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, დისტანციური სწავლებისთვის სკოლა აქტიურად იყენებს ყველა არსებულ რესურსს - სოციალურ ქსელებს, Microsoft Teams-ს, სატელეფონო კავშირებს და ახალ ქართულ პლატფორმას -Feedc edu-ს.
„პედაგოგებს, მოსწავლეებსა და მშობლებს დისტანციური სწავლებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებაში დახმარებას უწევს ისტ-ის მასწავლებელი ნატალია თურქაძე. თანამშრომლებმა მიიღეს კონსულტაციები, როგორც სკოლის მიერ დაგეგმილი ვებინარების, ასევე განათლების მიერ მოწოდებული ინსტრუქციების სახით.
სატესტო რეჟიმში იმუშავა სკოლის ყველა მასწავლებელმა თავიანთ კლასებში, მათ უკვე გაიარეს შიდა მონიტორინგი. ჩვენ პროგრამაში - „ახალი სკოლის მოდელი" ჩართული სკოლა ვართ და სხვა სკოლებთან შედარებით ალბათ უკეთესი სასტარტო პირობები გვქონდა. ამჟამადაც მიმდინარეობს მუშაობა. პედაგოგები წარმატებით ანხორციელებენ მოსწავლეებთან მუშაობას Teams-ის პლატფორმით, რომელშიც სკოლის მოსწავლეთა 84%-ია ჩართული, დანარჩენ მოსწავლეებთან კი მუშაობა სოციალური ქსელების ჯგუფებსა და „მესენჯერში“ მიმდინარეობს. აღსანიშნავია ისიც, რომ პროექტი „ტელესკოლა“ ხელმისაწვდომია ყველა მოსწავლისათვის ინტერნეტკავშირის გარეშე, დამრიგებლებმა მოსწავლეებს „ტელესკოლის“ გაკვეთილების ცხრილი მიაწოდეს და სთხოვეს მშობლებს იყვნენ ერთმანეთთან კომუნიკაციაში რათა ერთად შევუწყოთ ხელი ბავშვებს სირთულეების დაძლევაში“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ღონისძიება ორივე სკოლის მოსწავლეთა ერთობლივი სანახაობითა და მრავალფეროვანი საზეიმო ნომრებით წარიამრთა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა