სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სასულიერო გიმნაზიის მოსწავლეებმა საბავშვო წიგნის დღე დისტანციურად აღნიშნეს
03-04-2020
-
+


წყალტუბოს მუნიციპალიტეტის წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სასულიერო გიმნაზიის მოსწავლეებმა საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღე აღნიშნეს.

„2 აპრილი საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღეა! ყველასთვის ცნობილია, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ბავშვის თვალსაწიერის გაფართოვება და მათთვის წიგნების შეყვარება. სწორედ ამ მიზნით დაარსდა საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღე (International Children's Book Day).

ეს დღე 1967 წლიდან აღინიშნება და ემთხვევა ცნობილი დანიელი საბავშვო მწერლის, ჰანს კრისტიან ანდერსენის დაბადების დღეს.

ახალი კორონავირუსის გავრცელების რისკების პრევენციის მიზნით, განათლების სამინისტროს რეკომენდაციით, სხვა სკოლების  მსგავსად სწავლება ჩვენთვისაც, წყალტუბოს სასულიერო გიმნაზიის მოსწავლეებისთვისაც, დისტანციურად მიმდინარეობს. შინ დარჩენილს, მოწყენილს, გართობას მონატრებულს საუკეთესო მეგობარზე მეტად ვინ გაგახალისებს? ალბათ, ვერავინ. ადამიანის საუკეთესო მეგობარი კი წიგნია.

წიგნის როლი და მნიშვნელობა ადამიანის ცხოვრებაში და ზოგადად პიროვნების განვითარებაში უდიდეს როლს თამაშობს. ჩვენ ძალიან გვინდა, ეს დღე კიდევ უფრო პოპულარული გახდეს ჩვენს თანატოლებში, თითოეული მკითხველისთვის კარგად იყოს ცნობილი, რადგანაც ყველანი ვემორჩილებით საყოველთაო მოწოდებას „#დარჩისახლში“, გადავწყვიტეთ, რომ შინიდან განვახორციელოთ საინტერესო ღონისძიებები.

ამ პირობებში კომპიუტერთან ერთად წიგნის კითხვაც შეგვიწყობს ხელს, სწორად გავანაწილოთ და საინტერესოდ გავატაროთ დრო შინ ყოფნისას. გვჯერა,  წიგნი ყველაზე კარგ მეგობრობას გაგვიწევს, რომელიც დაგვეხმარება გაზრდაში, დახვეწაში, საკუთარი თავის შეცნობაში.. 

და ბოლოს, წიგნი გაგვაცნობს  ჭეშმარიტ სამყაროს, ღმერთს, ჭეშმარიტებისკენ მიმავალ გზებს, ბილიკებს და ჩვენც ღმერთის წყალობით ამაყად, ღირსეულად ვივლით ამ გზებსა და ბილიკებზე კიდევ დიდხანს!

ისეთივე ზღაპრულ, საინტერესო და მრავალფეროვან სიცოცხლეს გისურვებთ, როგორიც ეს ჩვენს საყვარელ საბავშვო წიგნებშია აღწერილი!

საბავშვო წიგნის საეთაშორისო დღეს გილოცავთ!“-აღნიშნულია გიმნაზიის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

ღონისძიება ორივე სკოლის მოსწავლეთა ერთობლივი სანახაობითა და მრავალფეროვანი საზეიმო ნომრებით წარიამრთა

„წარმოდგენამ კიდევ ერთხელ გვაზიარა დიდი ქართველი მოღვაწის ცხოვრებისა და ღვაწლის მნიშვნელობას“

ინ კი მათ ანბანის ჯადოსნურ სამყაროში დაუვიწყარი მოგზაურობა ელით

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება