სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მიუხედავად იმისა, რომ ახალი გამოწვევა იყო ის ჩვენთვის ძალიან საინტერესო გამოდგა“ - კლდეეთის საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა
02-04-2020
-
+


ზესტაფონის მუნიციპალიტეტის კლდეეთის საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, პედაგოგები დისტანციური სწავლებისთვის იყენებენ როგორც Microsoft Teams-ს, ისე ყველა იმ საშუალებას, რაც მოსწავლეებთან დაკავშირებაში ეხმარებათ.

„მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც, კორონავირუსის გამო შექმნილმა მდგომარეობამ მრავალი გამოწვევის წინაშე დაგვაყენა. ეს გამოწვევები მრავალ სფეროს მოიცავს და მათ შორის არის განათლების სისტემა, ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი სფერო ჩვენი ქვეყნისთვის.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საქართველოს მთავრობამ ყველაფერი გააკეთა და ახლაც აგრძელებს მუშაობას, რათა ეს გამოწვევები ღირსეულად იქნეს დაძლეული. როგორც მოგეხსენებათ საქართველოშიც დაიწყეს სკოლებმა სპეციალური პროგრამის Microsoft Teams - ის გამოყენება.

კლდეეთის საჯარო სკოლის დირექტორმა მყისიერად მოახდინა რეაგირება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. მან დეტალურად აგვიხსნა როგორ უნდა გვემუშავა აღნიშნულ პროგრამაში და ამის შემდგომ უკვე ჩვენი სკოლის პედაგოგები აქტიურად ვიყენებთ, როგორც ამ პროგრამას ისე ყველა იმ საშუალებას, რაც მოსწავლეებთან დაკავშირებაში დაგვეხმარება. სოციალური ქსელები, სატელეფონო ზარები და ა.შ.

ჩვენი პედაგოგები ყოველდღიურად ამყარებენ კომუნიკაციას მოსწავლეებთან, ვაძლევთ მათ დავალებებს და შემდეგ ვამოწმებთ ამ დავალებებს. კითხვების შემთხვევაში მოსწავლეებმა იციან რომ ნებისმიერ დროს შეუძლიათ დაგვირეკონ ან მოგვწერონ კითხვები.

მიუხედავად იმისა, რომ ეს ახალი გამოწვევა იყო ჩვენთვის და ჩვენი მოსწავლეებისთვის უნდა აღინიშნოს, რომ ის ძალიან საინტერესო გამოდგა. როგორც მასწავლებლების ისე მოსწავლეების პოსტებში ნახავთ უამრავ თბილ სიტყვებს რომლებსაც ისინი წერენ ერთმანეთს.

ახლა აუცილებლად ჩავებმებით იმ ახალ, ქართულ პროგრამაში, რომელსაც სამინისტრო გვთავაზობს.

იმედს ვიტოვებთ, რომ ეს ახალი სწავლების მეთოდი საშუალებას მისცემს ჩვენს მოსწავლეებს და მასწავლებლებს პირნათლად შევასრულოთ ჩვენი საქმიანობა“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება