ხელვაჩაურის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებს გაკვეთილები დისტანციურად უტარდებათ
31-03-2020
დაკოპირებულია
-
+
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, ხელვაჩაურის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებს გაკვეთილები დისტანციურად უტარდებათ.
სწავლების პროცესში პედაგოგები ვიდეოკონფერენციების სერვის „ზუმს“ და „მესენჯერს“ იყენებენ.
კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. საჯარო სკოლებში სწავლა შეწყვეტილია და მოსწავლეებს გაკვეთილები დისტანციურად უტარდებათ.