ჩირიკის საჯარო სკოლაში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა
31-03-2020
დაკოპირებულია
-
+
დუშეთის მუნიციპალიტეტის, ჩირიკის საჯარო სკოლაში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციის შესაბამისად, სკოლის შენობა, სველი წერტილები და საკლასო ოთახები სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით დამუშავდა.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს დეზინფექცირება 10-მდე დასახელების სხვადასხვა სადეზინფექციო საშუალების გამოყენებით უტარდებათ.
კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოს საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია. ამ პერიოდში საგანმანათლებლო დაწესებულებებში ინტენსიური სადეზინფექციო სამუშაოები ხორციელდება.