| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თბილისის N89 საჯარო სკოლის დირექცია, პედაგოგები და მოსწავლეები, მშობელთა ხელშეწყობით, აქტიურად არიან ჩართულები დისტანციური სწავლების პროცესში. მოსწავლეები მონდომებით და ინტერესი ჩაერთვნენ ონლაინ გაკვეთილებში.
„დისტანციური სწავლება დავიწყეთ ფეისბუქის გამოყენებით. თითოეული კლასისთვის შეიქმნა დახურული ჯგუფები, სადაც აქტიურად თანამშრომლობენ პედაგოგები და მოსწავლეები. ასევე დირექცია გაწევრიანდა ყველა ჯგუფში და მონიტორინგს უწევენ მიმდინარე აქტივობებს. ასევე გავითვალისწინეთ განათლების სამინისტროს რეკომენდაციები TEAMS-ის პროგრამაში მუშაობასთან დაკავშირებით. უნდა აღინიშნოს, რომ დირექციისა და პედაგოგების თანამშრომლობით, ერთმანეთთან გამოცდილების გაზიარებით მოხერხდა ყველა მასწავლებლის და მოსწავლეების ჩართვა TEAMS-ში სამუშაოდ. სასიხარულოა სკოლის მოსწავლეების მონდომება, ინტერესი და ჩართულობა, აგრეთვე მშობლების დიდი მხარდაჭერა და თანადგომა.
სკოლის დირექცია უღრმესი მადლობას უხდის თითოეულ პედაგოგს, მოსწავლეს და მათ მშობლებს აქტიური თანამშრომლობისათვის“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა